ესეც ასე, გართობა-დასვენების დროც მოვიდა — ყველამ ერთად უნდა დავგეგმოთ, სად წავალთ ამ უქმეებზე. ასე რომ, დღევანდელ სტატიაში გირჩევთ, 26-28 მაისს სად შეგიძლიათ გართობა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2023
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით გიწვევთ თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალზე. ფესტივალი ტრადიციული მასშტაბითა და ფორმატით, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს მკითხველებს. მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 და მე-5 პავილიონებში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.
4GB – გიორგი ბაქანიძისადმი მიძღვნილი, ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომლიც 2011 წლიდან იმართება. ფესტივალი, რომელიც წლების განმავლობაში რეგიონის გამორჩეულ მუსიკალურ მოვლენად იქცა, პანდემიითა და უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული სამ წლიანი პაუზის შემდეგ, 25, 26, 27 მაისს საგურამოში ბრუნდება.
KHIDI 中 KIKI x GEGEN: MAR/US ❚ MÉTARAPH ❚ MUERTE LENTA ❚ JENNIFER CARDINI ❚ NEUX ❚ SEVDA
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, კლუბში დაუკრავენ კოლექტივის რეზიდენტები და ოჯახის წევრები: ბერლინში მოღვაწე რუმინელი არტისტი Mar/us, ლეიბლის Bpitch წევრი Métaraph და ნიუ-იორკში დაფუძნებული დიჯეი Muerte Lenta. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს კლუბის ადგილობრივი რეზიდენტი, ბერლინსა და თბილისში დაფუძნებული არტისტი Neux. G2-ის სცენა ფრანგ პროდიუსერსა და დიჯეის, ლეიბლების Dischi Autunno და Correspondant დამფუძნებელს Jennifer Cardini და კლუბის ლოკალური რეზიდენტის, ლადუკა ნინუას ჰაუს ჟღერადობაზე დამყარებულ პროექტ Sevda-ს დაეთმობა.
KICK: ROUTES NOT ROOTS | HERBIN K
Routes Not Root ახალგაზრდა სელექტორის, ნიკა ხოჭოლავას სასცენო სახელია, რომელიც ღამის ცხოვრების საზოგადოების ნაწილი, მუსიკალური ჟურნალისტი და უკვე Left Bank-ის გუნდის წევრია. მას შემდეგ, რაც საცეკვაო მოედნიდან საკლუბო სცენაზე გადავიდა, ის უკვე რამდენიმეჯერ გამოჩნდა თბილისის სხვადასხვა ღამის კლუბში და რადიოში.
კვირას, 28 მაისს, 21:00 საათზე 1984-ში დაუვიწყარი Miles Davis-ის საღამო გაიმართება. აუდიტორიისთვის დაუკრავენ: ლევან კემულარია — საყვირი; ლუკა თოფურია — პიანო; ხატია ქორიძე — ბასი; სოსო ცაგარეიშვილი — დრამი; ზუკა სიმონიშვილი — გიტარა.