in

#სადანროგორ გავერთოთ 27-29 ოქტომბერს — ღონისძიებების კალენდარი

შემოდგომის მეორე თვემაც ისე მალე გაიარა, თითქოს მორიგი ხმელი ფოთოლი მოწყდა ხეს, თუმცა ერთი რამ შეუჩერებლად გრძელდება — კვირის ბოლოს განტვირთვა და გართობა. ახლა კი, ვინაიდან სამუშაო კვირა თითქმის მიიწურა, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

BOG
BOG

Mzesumzira Music Night

დედაენის ბაღი და მზესუმზირას კომუნა მორიგ ერთობლივ საღამოს მართავენ. ამასთან დაკავშირებით კი, ივენთის აღწერაში ვკითხულობთ:

„დედაენისა და მზესუმზირას კომუნის მეგობრობა უკვე ხუთ წელს ითვლის, ბევრმა კი იცით როგორ ვუხდებით ერთმანეთს, კიდევ ერთ გადაკვეთასაც ფრიად განსაკუთრებულს გპირდებით. ჩვენი ურთიერთმხარდაჭერა იმდროინდელია, პაწია დედაენის ბარში რომ ელექტრონული მუსიკის კორიფეები ჯერ კიდევ ქანდარიდან უკრავდნენ, მას მერე კიდევ რამდენი გამოვიარეთ, თქვენი სიხარულით, ბზრიალითა და გვერდში დგომით გაძლიერებულებმა. თავისებური იუბილეა ეს, მეგობრობის, ერთობის, მხარდაჭერის და ერთობ ბრჭყვიალა ენერგიის ზეიმი“.

ALAN DIXON at ZEN Club

27 ოქტომბერს ZEN Club-ში ALAN DIXON დაუკრავს! ის ცნობილი ბრიტანელი არტისტია, რომელიც დისკოსა და soulfuric gospel რითმების უნიკალურ სინთეზს ქმნის. თავისი განსხვავებული სტილის მეშვეობით, ALAN DIXON მრავალფეროვნების საუკეთესო მაგალითია მუსიკალურ ინდუსტრიაში. 2020 წელს მან გამოუშვა საკუთარი ლეიბლი — Love Attack, მათ შორის killer EP Man Power და ასევე, რემიქსები — Salsoul, Unidisc, MeMeMe და სხვა.

KHIDI: OMON BREAKER | NITE FLEIT | NEUX | KNAUGHTY G2: ASH SCHOLEM | BEKUCHI

27 ოქტომბერს, ჰელოუინის განსაკუთრებულ ღამეს, KHIDI კიევში მოღვაწე დიჯეის, პროდიუსერსა და პრომოუტერს Omon Breaker უმასპინძლებს.მას შეუერთდება ლეიბლის Atomic Alert დამფუძნებელი, ლონდონელი დიჯეი Nite Fleit, რომლის მუსიკალურმა შემოქმედებამ სწრაფად მიიპყრო ბევრი ცნობილი ელექტრო და ტექნო ელიტის ყურადღება. არტისტებთან ერთად, სცენას გაიზიარებს მულტიმედია არტისტი, კლუბის ადგილობრივი რეზიდენტი და ოჯახის წევრი Knaughty. ჰელოუინის ღამეზე ასევე წარდგება კლუბის კიდევ ერთი რეზიდენტი, თბილისსა და ბერლინში მოღვაწე დიჯეი Neux.

G2 ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენლებს უმასპინძლებს: Left Bank-ის რეზიდენტი და კოლექტივის წევრი Ash Scholem და ბერლინსა და თბილისში დაფუძნებული დიჯეი, ლეიბლის SATZ მფლობელი Bekuchi.

Herbaria — Botanical Art Exhibition

გამოფენაზე Botanical Art სტუმრები ჰერბარიას მიერ შექმნილ უნიკალურ ნამუშევრებს იხილავენ. ეს არის პროექტი, რომელიც სხვადასხვა მცენარეებისა და ყვავილების ჰერბარიუმებს — მცენარეების უმეტესი ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია შეგროვებული. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცენარეების მრავალფეროვნების აღმოჩენა და კომპოზიციის სახით წარმოდგენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჩარჩოში ჩასმული 20-მდე ნამუშევარი, თითოეული მათგანი არის უნიკალური, მასშტაბური და ხელნაკეთი. ეს გამოფენა არის ჩვენს გარშემო არსებული ფლორის, ურბანულ, დახურულ გარემოში შემოტანის მცდელობა“.

BLUE NOTEBOOK — Nino Dzandzava

გალერეა 4710 წარმოგიდგენთ ნინო ძანძავას გამოფენას „ლურჯი დღიური“ — ის ინსპირირებულია აფხაზეთში ომამდე გადაღებული სამოყვარულო ფოტოებით, რომლებიც ნინომ სოხუმში, თბილისში, ლიმბურგში, თესალონიკსა და სხვა ადგილებში მოიძია. ომის დასრულებიდან 30 წლის თავზე ის წარსულის ვიზუალურ სახე-ხატებს თანამედროვე კონტექსტში ათავსებს და ისტორიული მასალის არტისტულ ინტერპრეტაციას მიმართავს. საოჯახო ფოტოებიდან ნამუშევრებზე აღმოჩენილი სხვადასხვა ეროვნების ადამიანები იმ მიღმიერი სამყაროდან იმზირებიან, რომელიც დიდი ხნის წინ გაქრა.

Grada Villa sales have started!

როგორი იყო საავტომობილო შეჯიბრი Rally Adventure Georgia 2023?