ივლისიც მიიწურა და სულ ცოტა დრო გვრჩება ზაფხულისებრი გართობებისთვის — სამსახურებიდან მცხუნვარე მზის ქვეშ გასულები ჯერ კიდევ დღის სინათლეზე რომ მივიჩქარით განსატვირთად. ახლა კი, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
TSRE • 4TH ANNIVERSARY | CISKARI GARDEN
28 ივლისს, კუს ტბაზე, Ciskari Garden-ში TSRE • წარმოგიდგენთ 4 Year Anniversary ივენთს, სადაც თბილისში პირველად დაუკრავენ გამიქსვის ნამდვილი ვირტუოზი, ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერი არჩი ჰამილტონი და სლოვენიური ტექნოს ერთ-ერთი ფუძემდებელი ვალენტინო კანზიანი. უცხოეულ არტისტებთან ერთად, ღამის განმავლობაში დეკს გაიზიარებენ ქართული ტექნოს ერთ-ერთი პიონერი Gio Shengelia და TSRE-ს რეზიდენტი Kavel.
მარიო მონტოიას ფოტოგამოფენა „ამერიკელი დიპლომატის თვალით დანახული საქართველო“
28 ივლისს კაფე მზიურში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ატაშეს, მარიო მონტოიას ახალი ფოტოგამოფენის პრეზენტაცია მოეწყობა — „ამერიკელი დიპლომატის თვალით დანახული საქართველო“. გამოფენა ასახავს 20 ამბავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
მარიო მონტოიას შესახებ: მარიო მონტოია დაიბადა ალბურკში, ნიუ მექსიკოში. ცხოვრობდა შვიდ ქვეყანაში. საქართველოში ახლახან კიევიდან დაბრუნდა. 10 წელია, რაც დოკუმენტური ფოტოგრაფიითაა გატაცებული. მარიოს ფოტოგრაფია წარმოდგენილია ვაშინგტონის სამხატვრო გალერეებში, კიევის გამოფენებსა და საერთაშორისო ჟურნალებში. მარიო არის „უცნობი ამერიკის“ დოკუმენტური ფოტოგამოფენის ავტორი, რომელიც დამთვალიერებლებს აჩვენებს შეერთებული შტატების საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ მხარეებს.
ქვეყანა რჩება – ფოტოგამოფენა კუბში
პარასკევს, 28 ივლისს, 19:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების გალერეაში „კუბის ფოტოგრაფთა კლუბის“ გამოფენა გაიმართება. „ქვეყანა რჩება — ზღაპრებს ჯადოსნური ხიბლი თითქმის არასოდეს ეკარგება. არქეტიპებად ქცეულ წარსულის ამბებს — ბავშვობიდან დიდობაში, თუ დიდობიდან ბავშობაში ერთმანეთს რომ ვუყვებით, თავისი წილი ფუნქცია და გადარჩენის ყველაზე მსუბუქი, მაგრამ საპასუხისმგებლო მისია აკისრია. ხელმწიფეები, რომლებსაც ქვეყნის ბედი აღელვებთ და დაკარგული პრინცესები, უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, თავიანთი გზების მოძებნას რომ ახერხებდნენ — განა, ყველაზე ჯადოსნურ როლს არ ასრულებდნენ ჩვენს ცხოვრებაში?..“
გამოფენაში მონაწილეობენ კუბის ფოტოგრაფთა კლუბის წევრები: გიორგი ძიძიგური, თეკლე გაბელია, თემო შველიძე, ირაკლი ჭრელაშვილი, კატერინა გალდავაძე, ლევან მენთეშაშვილი, მარიამ გუჯაბიძე, მარიამ საათაშვილი, მარიამ ქართველიშვილი, მარი ჭკუასელი, სალომე მასურაშვილი.
KAZBEGI FEST x 303Hz x 11TH 28-29 JULY
KAZBEGI FEST -ელექტრონული მუსიკის ფესტივალი მთაში, რომელიც სათავეს იღებს 2018 წლიდან. ახლა კი 28-29 ივლისს საუკეთესო მუსიკით ბრუნდება, რომელიც ულამაზეს ბუნებასთან არის თანხვედრაში. წლევანდელი ფესტივალი ტარდება ელექტრონული მუსიკის სკოლა 303Hz და 11TH-თან კოლაბორაციით, ორდღიან ფესტივალზე ყაზბეგის ულამაზეს ბუნებაში განთავსებულია ორი სცენა: Main Stage, სადაც ქართველი ლოკალური წამყვანი არტისტების მოსმენას შეძლებთ; ხოლო მეორე სცენაზე 303Hz x 11th — შეხვდებით ბოლო პერიოდში გამორჩეულ დამწყებ არტისტებს, სკოლების კურსდამთავრებულებს და რამდენიმე მენტორს, რომლებიც ასევე ლოკალური არტისტები არიან და დიდი წვლილი მიუძღვით ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიის განვითარებაში.
KHIDI 中 G2: FREQUENCY SHIFTER ❚ KNAUGHTY ❚ KYOMA
29 ივლისს G2-ის სცენა კლუბის ადგილობრივ რეზიდენტს, მსმენელის ერთ-ერთ ფავორიტ დიჯეის Frequency Shifter დაეთმობა. მასთან ერთად სცენას გაიზიარებენ: KHIDI-ს გუნდის წევრი და რეგულარული შემსრულებელი Knaughty და ელექტრო/ბრეიქბიტ ჟღერადობაზე დაფუძნებული დიჯეი Kyoma.
Art-გენი 2023 — 20 წელი Art-გენთან ერთად
უკვე რამდენიმე დღეა, „თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ“ Art-გენის ფესტივალს მასპინძლობს და 30 ივლისის ჩათვლით გრძელდება. სრული განრიგისა და დეტალების ნახვა კი უშუალოდ ივენთის ბმულზე შეგიძლიათ.