in

#სადანროგორ გავერთოთ 28-30 ივნისს — ღონისძიებების კალენდარი

უკვე ზაფხულის პირველი თვის მიწურულია. ამ პერიოდში ჩატარებულ ივენთებს განსხვავებული მუხტი, ენერგია და მზისებრი განწყობა გასდევს. თითქოს, ყველაფერი გაცილებით ლაღი და სასიამოვნოა. კარგი განწყობის შესანარჩუნებლად კი, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

bog
bog-mob

Summer Vibes Fest

28 და 29 ივნისს Radisson RED-ის ულამაზეს ეზოში 2-დღიანი საზაფხულო ღონისძიება — ზაფხულის რიტმების ფესტივალი გაიმართება. აქ დაგხვდებათ საფესტივალო გარემო, ბევრი მუსიკა და ცეკვა, ბევრი კოქტეილი, უგემრიელესი ფურშეტი და სანახაობა.

ფესტივალის კარები პარასკევს, 28 ივნისს, 19:00 საათზე გაიღება. RED სცენაზე პირველი ქართული მუსიკის ახალი აღმოჩენა — LIOwithILA გამოვა. 21:00 საათიდან კი საღამოს ელექტრონული მუსიკის გამორჩეული არტისტები: DJ Roma J და DJ Frenkie გააგრძელებენ.

შაბათს 18:00 საათიდან კი სცენაზე ბაჩო ჯიქიძისა და ესთეტი ბიჭების ბენდი დაიკავებს. მოეწყობა საზაფხულო დესერტების შოუ და დეგუსტაცია. 21:00 საათიდან კი ღონისძიებას ენერგიული DJ HAVERDI გააგრძელებს.

Mahmut Orhan — Powered By Mono Hall Tbilisi

28 ივნისს Spacehall კუსტბაზე, Mono Hall-სა და Boom Boom Booking Agency-ის ორგანიზებით, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული და პოპულარული თურქი არტისტი — Mahmut Orhan დაუკრავს.

Mahmut Orhan  ამერიკაში მცხოვრები თურქი დიჯეია და ის მუსიკით, 15 წლის ასაკში დაინტერესდა, როცა მისი მშობლიური ქალაქ ბურსადან, სტამბულში გადავიდა ღამის კლუბში სამუშაოდ. 2016 წელს კი არტისმა კონტრაქტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ლეიბლთან — Ultra Records-თან გააფორმა, საიდანაც საფუძველი ჩაეყარა Orhan-ის საერთაშორისო მასშტაბის წარმატებას. თუმცა არტისტის პირველი აღიარება მისი ინსტრუმენტული ნამუშევრით — „Age of Emotions“ დაიწყო.

Kool & the Gang – @ KusTba – Powered By Adam and Eve

29 ივნისს კუსტბაზე (ცისკრის ტერასაზე) გრემის მფლობელი ლეგენდარული ამერიკული ბენდის, Kool & the Gang-ის კონცერტი გაიმართება. Kool & the Gang 1964 წელს ნიუ ჯერსიში ჩამოყალიბდა, მათი მუსიკა კი ძირითადად R&B, soul და funk შერწყმას წარმოადგენს.

Kool & the Gang-ის ყველაზე პოპულარული ჰიტებია: Ladies’ Night, Celebration, Get Down on It.

ფესტივალი კონტენტი

30 ივნისს Factory Tbilisi-ში ფესტივალი კონტენტი გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში აქ თავს მოიყრიან ის ადამიანები, რომლებიც სოციალურ მედიაში ერთმანეთისგან განსხვავებულ, საინტერესო კონტენტს ქმნიან. 

ფესტივალის შიდა სივრცეში მთელი დღის განმავლობაში მოუსმენთ საინტერესო სპიკერებსა და დისკუსიებს, დაესწრებით ვორქშოპებსა და ინტერვიუებს! ხოლო გარე სივრცეში დაგხვდებათ სხვადასხვა გასართობი აქტივობა და მასტერ-კლასები!

ტექნოლოგია, რომელიც ზრდის შენი მაცივრის მოცულობას ზედმეტი ადგილის დაკავების გარეშე – Samsung SpaceMax

შექმენი შენი სივრცე ველიზე — სახლისა და ეზოს განახლებული კატეგორია VELI.store-ზე