in

#სადანროგორ გავერთოთ 29-30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს — ღონისძიებების კალენდარი

შემოდგომის პირველ თვესთან ერთად, სამუშაო კვირაც თითქმის მიიწურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ საღამოდან შეგვიძლია, დრო დასვენება-გართობას დავუთმოთ. ასე რომ, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

PAUL KALKBRENNER Live • Tbilisi Fall Set Part II

Paul Kalkbrenner გერმანელი მუსიკოსი და ლაივ შემსრულებელია. მას 20-წლიანი მუსიკალური გამოცდილება აქვს. კარიერის საწყის წლებში ის ანდერგრაუნდ ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ არტისტად მიიჩნეოდა. 2008 წელს გამოშვებული ფილმის, Berlin Calling-ის და უკვე კლასიკად ქცეული ჰიტის, Sky and Sand-ის დამსახურებით კი, მისი კარიერა მეტად ვარსკვლავური გახდა.

დღეს Paul Kalkbrenner ყველა დიდი მუსიკალური ფესტივალის და საკონცერტო სივრცის სასურველი სტუმარია და, შესაბამისად, Tbilisi Summer Set-იც არ არის გამონაკლისი.

Friday & Saturday at ZEN

29 და 30 სექტემბერს, ZEN-ში წარდგებიან ყველასათვის კარგად ნაცნობი რეზიდენტი არტისტები. მათ შორის არიან: Tata Leban — ქართველი არტისტი, მისი სეტები გამოირჩევა downtempo ethno house and Deep House; Stimmhalt — დავით ღვაბერიძე ქართველი პროდიუსერი და არტისტი, რომელიც გვხვდება ადგილობრივ თუ უცხოურ ელექტრონულ ფესტივალების სცენაზე; Roma J — გამორჩეული რეზიდენტ არტისტი, რომელიც უკრავს Organic house-ის სეტებს; Besarion — ბესარიონ გეგეშიძე, მისი სეტები გამოირჩევა ჰაუსის ინდი დენსის და მელოდიური ტექნოს ჟღერადობებით.

თბილისობა 2023

თბილისობა ის დღესასწაულია, რომელსაც ყოველ შემოდგომას ველით — ჰაერში ყველანაირი არომატი ერთმანეთში რომ ირევა… ძველი თბილისის ყველა კუთხეში რაღაც ფუსფუსია, ძველებური და მყუდრო. „შევიკრიბოთ ათონელის ქუჩაზე — ჰაერში დატრიალებული საყვარელი საჭმლის სუნის ფონზე დავისვენოთ, ვილხინოთ, ვილაღოთ, ვუსმინოთ მუსიკას, გავიცნოთ ქართველი ფერმერები, დავაგემოვნოთ თბილისური სტრიტ ფუდი, ჭიქებიც ვაჭახუნოთ და შევივსოთ შთაბეჭდილებებითა და ემოციებით, რომლებიც დიდხანს გაგვყვება“.

Monkey @ Kus Tba – SEASON CLOSING – Soulidan Presents: DJOON 20 YEARS ANNIVERSARY

30 სექტემბერს კუს ტბის ღია სივრცის დაუვიწყარი სეზონის დახურვაზე Monkey-ის რეზიდენტი, Soulidan წარმოგვიდგენს: DJOON 20 YEARS ANNIVERSARY with: Afshin / Franck Roger / Groove Boys Project / Karlainthemix / Soulidan.

DJOON ლეგენდარული პარიზული კლუბია, რომელსაც მუდმივად სტუმრობენ გამორჩეული არტისტები და ჰაუს მუსიკის მოყვარულები როგორც ჩიკაგოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. Djoon სპარსული სიტყვიდან „სული“ მოდის და კლუბის ეს სახელი გამოხატულია მის მრავალფეროვან მუსიკალურ იდენტობაში — House, Disco, Funk, Reggae, Soul.

20-წლიანი ისტორიის აღსანიშნ საღამოზე დაუკრავს კლუბის რეზიდენტი და დამფუძნებელი, Afshin. მან კარიერა 90-იანი წლების პარიზის ჰაუს სცენაზე დაიწყო, Laurent Garnier-თან ერთად Acid House Party-ების მოწყობით. 2003 წელს კი DJOON დააარსა, რომელიც მალევე იქცა პარიზის ჰაუს კულტურის მთავარ ცენტრად.

Franck Roger — ფრანგი დიჯეი და პროდიუსერისთვის უცხო შეგრძნება სულაც არაა, როდესაც შენი ბავშვობის კუმირების აღიარებას იპოვებ. თუ მსოფლიოში ტურზე არ არის, მის პარიზულ სტუდიაშია და როგორც თვითონ აღნიშნავს, არასოდეს წყვეტს მუშაობას. მას უთანამშრომლია ისეთ ლეიბლებთან, როგორებიცაა Carl Craig-ის Planet-E, Real Tone Records, Desolat და ა. შ.

Groove Boys Project — ორი ფრანგი ახალგაზრდის, Boyzi & Projecture-ის პროექტია. ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში განსწავლილი დიჯეების ოსტატური სეტები ძირითადად ორიენტირებულია ჟანრებზე: Funk, Soul, Disco, 90’s House.

Karlainthemix — კიდევ ერთი DJOON-ის რეზიდენტი და ამომავალი ვარსკვლავია. კარლა პარიზში დაფუძნებული ფინელი დიჯეია, ვისთვისაც მუსიკა განწყობის მთავარი წყაროა და თუ დეკების უკან არ დგას, მაშინ საცეკვაო მოედანზე მაინც აუცილებლად შეამჩნევთ.

Soulidan — Monekey-ის რეზიდენტის, თაზო ცხაკაიას პროექტია, რომლის კურატორობითაც იმართება ეს საღამო. მისი შემოქმედება მსმენელში ღრმა ემოციურ კომფორტს აღძრავს და როგორც სახელი გვეუბნება, ის არტისტის სულიდან მოდის. ყოველი მუსიკალური ფრაზა, ნოტი თუ მელოდია ატარებს პირად ისტორიას, რომელიც გაზიარებას უცდიდა.

Rezo Kiknadze / Mess_Montage

რეზო კიკნაძისა და თორნიკე მარგველაშვილის( a.k.a mess_montage) ექსპერიმენტული კოლაბორაცია, რომელიც აერთიანებს ამბიენტური ცოცხალ ელექტრონიკალს და საქსოფონს. პროექტი პირველად Tbilisi Open Air-ზე გაჟღერდა და მსმენელს თავი უცხო ჟღერადობებისა და ემოციებით სავსე მოგზაურობად დაამახსოვრა.

„ზაფხულის ერთი დღე“, რომელმაც Ad Black Sea 2023-ზე ოქრო მოიპოვა

წერილი ჯაოკენის მომხმარებლებს