in

#სადანროგორ გავერთოთ 29-31 დეკემბერს — ღონისძიებების კალენდარი

ესეც ასე, ამ წლის ბოლო სამუშაო დღეა — შეგვიძლია, უკვე სრულად გადავეშვათ სიამოვნებაში, დავივიწყოთ დედლაინები, კუდად გამობმული საქმეები და მხიარულად დავიწყოთ 2023-ის ბოლო დღეების აღნიშვნა. ასე რომ, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

bog
bog-mob

Childbirth Hosted by Siba & Penrose

„ამ Party-ზე გეგმების გარეშე, კედელში არსებული კარიდან გადმოვიდა. უბრალოდ, ასე ადგა და ხელოვნური სამოთხისგან გასაქცევად, ჯერ ჭერზე დაკეტილ ფანჯარაში შევიდა, მერე ფეხქვეშ სკამი წაიქცია; დასასრულისკენ მიმავალს — „სიზმარში, ზღაპარში და ცეკვისას“, — ნუ მომკლავო, საკუთარი ვედრება წამოეწია და საყრდენად მომავლიდან გადმოჭიმული სტიქიური სიყვარულით დანაღმული ბეწვის ხიდი შესთავაზა. ცდუნებას ნამდვილი, მაშასადამ/დ/ე სპონტანური სინამდვილის სიყვარულით, და სიმხდალის სიძულვილით დათანხმდა და გადარჩა“.

29.12 — Siba (გიორგი სიბაშვილი)
30.12 — Penrose (გეგა ბექაური)

Gatsby Party at Basement Bar

Basement Bar-ის Gatsby party სტუმრებს 20-იან წლებში დააბრუნებს. როგორც თავად ამბობენ, ეს იქნება ყველაზე ბრჭყვიალა და დაუვიწყარი ღამე, რადგანაც სტილისა და გლამურის ეპოქის იმიტაციას შექმნიან.

კარი იღება 20:00 საათზე და წვეულება გათენებამდე არ სრულდება!

DJ D-Tune & DJ Naqebi

ROBI KUKHIANIDZE & OUTSIDER

30 დეკემბერს დედაენაში რობი კუხიანიძის კონცერტი გაიმართება. „ისე რაფრა გავაცილებდით 2023 წელს ქართული პანკის ცოცხალი ლეგენდა არ მოგვეწვია, ერთობა ჩვეული სიყვარულით არ გაგვეცოცხლებინა! ძველი და ახალი მეგობრები ერთმანეთს გადავეყაროთ, პატარა სცენისა და ბუმბერაზი შემოქმედების მხარდაჭერით ერთად ვაშენოთ მუსიკისა და ურთიერთობის კულტურა“.


რაც შეეხება 31 დეკემბრისა და ახალი წლის შეხვედრის გეგმებს, შეგიძლიათ სპეციალურად ამ თემისთვის მომზადებულ სტატიას გაეცნოთ.

როგორი იყო 2023 წელი commschool-ისთვის

პროკრედიტ ბანკი, EBRD-თან და ევროკავშირთან პარტნიორობით, ქართული კომპანიების დაფინანსებას კიდევ უფრო აძლიერებს