in

#სადანროგორ გავერთოთ 29-31 მარტს — ღონისძიებების კალენდარი

ალბათ, ძალიან გრანდიოზული რაღაც უნდა მოხდეს, 26 მარტის სიხარული — საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა — ოდნავ მაინც რომ გადაფაროს… პირიქით, რაც უფრო დიდხანს გაგვყვება ეს ემოცია, მით უკეთესი. უბრალოდ,  ახლა შეგვიძლია, სიხარულის უდიდესი ტალღა ახალი აქტივობებისკენ მივმართოთ. ამიტომაც, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

bog
bog-mob

Nostos: დღე, როცა ჩვენ დავბრუნდებით

28 მარტიდან თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი მასპინძლობს გამოფენას „Nóstos: დღე, როცა ჩვენ დავბრუნდებით“. გამოფენა 12 ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფისა და ვიზუალური ხელოვანის ნამუშევრებს აერთიანებს. „სინამდვილეში, თითოეული ნამუშევარი თითოეული ავტორის გეოგრაფიულ თუ მეტაფიზიკურ სივრცეებში მოგზაურობის ამბავია. აჩქარებული დროით, სოციალური კრიზისებითა და ეკოლოგიური კატასტროფებით, ომებით, ციფრული რეალობის დიქტატით და მასთან დაკავშირებული კოლექტიური ძალადობის შედეგებით გაჯერებული თანამედროვეობის კონტექსტში მყოფი ხელოვანები თავიანთ ამბებს ვიზუალურ რიგებად თარგმნიან და მათ ისე ჰყვებიან, ან მკაცრად დოკუმენტური ან კონცეპტუალური გამოსახულებით. და აქ ყველაფერია: საკუთარი თავისგან გაქცევის მტკივნეული მცდელობების ქრონიკა, ომის ნაკვალევი და მისი შედეგების „პორტრეტები“, მკვდარი მთა როგორც იდენტობის განმსაზღვრელი ტრადიციების სახეცვლის მეტაფორა; სახლისა და სამშობლოსგან შორს ყოფნის ტკივილი, ურბანული ქაოსისგან დაღლილი ადამიანის ბუნებასთან ორგანული კავშირის ძიება, „დაფარული ბაღების“, როგორც უკეთესი სამყაროს აღმოჩენის სურვილი, საკუთარ თავთან დაბრუნების მცდელობები.“

Mzesumzira Music Night at Dedaena Bar

უკვე რამდენიმე წელია, მარტი მზესუმზირას და დედაენის ბარის მეგობრობის თვეა და ნამდვილ გაზაფხულსაც ერთად იწყებენ. ასე რომ, 29 მარტს, 21:00 საათიდან, სცენას Levi Love Disco, Sumo და Vas დაიკავებენ.

ლევან ხერხეულიძე 16 ავტოპორტრეტი

გამოფენა გაიხსნება 29 მარტს 19:00 სთ-ზე და გაგრძელდება 15 აპრილის ჩათვლით.

„ოდესღაც, ნოემბრის სუსხიან დღეს, ათასობით მეტრზე გადაჭიმულ კასპიის ზღვის სანაპიროზე აღმოვჩნდი: ღრუბლიანი ცა, რბილი, გაფანტული განათება, ძლიერი ქარი, მისგან გაპარტახებული ცარიელი ქოხები და ფორმადაკარგული მცირე ნაგებობები, სიცივე, ქვიშაში ჩაფლული უამრავი მანქანის საბურავი, რამდენიმე მიტოვებული ძველი მანქანა და აბობოქრებული რუხი ტალღები. თითქმის ორი საათი გაუჩერებლად ვიღებდი და მხოლოდ მაშინ შევწყვიტე, როდესაც თითები იმდენად გამეყინა, რომ ფოტოაპარატს ვეღარ ვიმორჩილებდი. იმ მომენტში არც კი მიფიქრია, რომ გაუცნობიერებლად, საკუთარ ავტოპორტრეტზე ვმუშაობდი. წელიწადის სხვადასხვა დროს ჩასული ყოველთვის მივდიოდი სანაპიროზე და გადაღებას ვაგრძელებდი. ფოტოების გადაღებისას უეცრად მივხვდი, რომ მარტოობას ვიღებდი, საკუთარ მარტოობას. ოღონდ, არა ტრაგიკულს, არამედ უნივერსალურს, რომელიც, ალბათ, ყველა ადამიანში ღრმადაა ჩამარხული“, — ლევან ხერხეულიძე.

Jay-Jay Johanson — Mono Hall Tbilisi

30 მარტს Mono Hall — ტრიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული პოპის შვედი ვარსკვლავის, Jay-Jay Johanson-ის კონცერტს უმასპინძლებს. მუსიკალურ თავგადასავალს, ქართველი დიჯეი Roma J განაგრძობს.

28-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, მუდმივი ექსპერიმენტებისა და ძიების პროცესში, პოპის, ელექტრონული მუსიკის, ტრიპ-ჰოპისა და ორკესტრული არანჟირებების სინთეზით ჯეი-ჯეი იოჰანსონმა შექმნა უნიკალური ჟღერადობა, რომლითაც მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. მისი სპეციფიკური, მელანქოლიური ვოკალი განსაკუთრებულ გრძნობებს აღძრავს მსმენელში. იოჰანსონს 14 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი ჰიტ-სინგლები Far Away, It Hurts Me So, Believe in Us და She Doesn’t Live Here Anymore განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მელომანებში. სხვადასხვა დროს ის ერთობლივ პროექტებზე მუშაობდა ეპოქის ისეთ ცნობილ არტისტებთან როგორიცაა The Knife და The Cocteau Twins. იოჰანსონი ავტორია საუნდტრეკისა ფრანგი რეჟისორის, ილან კოენის ფილმისთვის La Confusion des Genres.

KICK: GIO SHENGELIA | KAVEL B2B NIKA VASHAKIDZE

შაბათს KICK-ში განსაკუთრებული ღამის მოლოდინი აქვთ — სტუმარი იქნება ქართული კლუბური სცენის პიონერი დიჯეი GIO SHENGELIA, რომელთან ერთადაც, სცენას B2B სეტით დაიკავებენ Pulse Studio წევრები — KAVEL და NIKA VASHAKIDZE.

„გაუმარჯოს ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს!“ — Heineken

Levi’s-მა ბიონსეს გამო სახელი შეიცვალა?!