in

#სადანროგორ გავერთოთ 3-5 მარტს — ღონისძიებების კალენდარი

გაზაფხულის პირველი „ვიქენდის“ დროც დადგა — ალბათ, განწყობაც სეზონის შესაბამისად შეგეცვალათ და ახლა უფრო მომართული ხართ დასვენება-გართობა-განტვირთვისთვის… დღეს სტატიაში გირჩევთ, 3-5 მარტს სად შეგიძლიათ გართობა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

CeeLo Green / Nini Nutsubidze & Nikala/ Dro / Chinau at Factory Tbilisi | StageLove Affair

მსოფლიოს მასშტაბით ცნობილ ამერიკელ მომღერალს, კომპოზიტორს, რეპერსა და მსახიობს საერთაშორისო მსმენელი ისეთი სიმღერებით იცნობს, როგორიცაა Gnaris Barkley-ში შესრულებული და ყველასთვის საყვარელი „Crazy” და მისი სოლო სინგლი „Forget You”. მისი გამორჩეული სტილისა და საოცარი რიტმის მელოდიები უკვე წლებია, რაც ჰიტების სტატუსს ატარებს და არ კარგავს ტენდენციურობას.

ხუთგზის გრემის მფლობელი თბილისში Stagelove Affair-ის მოწვევით ჩამოდის. Stagelove არის ახალი ქართული, ენთუზიაზმით სავსე კომპანია, რომელიც მსგავსი კონცერტების გამართვას და მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ვარსკვლავების ჩამოყვანას მომავალშიც გეგმავს. ეს მხოლოდ და მხოლოდ პირველია იმ თავგადასავლებიდან, რომელსაც Stagelove Affair უახლოეს მომავალში გვპირდება.

კონცერტი Factory Tbilisi-ს სივრცეში გაიმართება. CeeLo Green-თან ერთად სცენაზე წარდგებიან ქართველი მუსიკოსები: DRO, Nini Nutsubidze & Nikala. კონცერტზე ასევე შესაძლებლობა გექნებათ მოუსმინოთ ფრანგ DJ-ს და პროდიუსერს, Chinau-ს.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

CLAPTONE @t Spacehall

Molecule Event Company წარმოგიდგენთ ელექტრონული მუსიკის მე-2 ეპიზოდს, რომელიც 4 მარტს SpaceHall-ში გაიმართება. CLAPTONE, მრავალი წელია, არ კარგავს აქტუალურობას მსოფლიოს ელექტრონულ სცენაზე. მისი მუსიკა მილიონობით ადამიანს აერთიანებს საცეკვაო მოედანზე, ტრადიციული ჰაუს მუსიკის და თანამედროვე, ენერგიული ჰანგების სინთეზით. 2012 წლიდან ის უამრავი მუსიკალური ფესტივალის ჰედლაინერია როგორიცაა Tomorrowland, Coachella, Lollapalooza, Mysteryland, Hideout და წელიწადში 260-ზე მეტ შოუს მართავს.

ივენთზე ასევე დაუკრავენ ლოკალური სცენის გამორჩეული არტისტები: Levi Love Disco | Tobako Tween | meANDyou.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Vitalic – Ucha – Guri de Sal | Mono Hall Tbilisi

4 მარტს — MONO HALL წარმოგიდგენთ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, ელექტრონული მუსიკის ფრანგ დიჯეის და პროდიუსერს — VITALIC.

Pascal Arbez-Nicolas-მა სასცენო სახელით — VITALIC, პირველი ნამუშევრების გამოქვეყნება 1996-97 წლებში დაიწყო. მოგვიანებით, 2001 წელს, VITALIC-მა Poney EP გამოუშვა, რამაც უდიდესი პოპულარობა მოუტანა არტისტს ძალიან მოკლე დროში, ხოლო ტრეკი „La Rock 01“ კლუბური მუსიკის ერთგვარ ჰიმნად იქცა და 2001 წლის ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ჰიტიც გახდა.

VITALIC დღემდე განაგრძობს ახალი ალბომებისა და სინგლების გამოქვეყნებას, რომლებიც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ფილმს და პოპულარული ბრენდების სატელევიზიო რეკლამებში. კერძოდ კი, მისი ნამუშევარი „Poison Lips“ გამოყენებულია 2012 წლის ფილმში „Dredd“ და ასევე, AMAZON-ის 2016 წლის სატელევიზიო რეკლამისთვის.

4 მარტს, მსმენელის წინაშე ასევე წარდგება, ლოკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტები: Ucha და Guri De Sal.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

BASSIANI/HOROOM: DRUMCELL // KANCHELI // NDRX // NEBBIERI // NEWA ┃ DAVIS // HAMATSUKI // NINASUPSA

3 მარტს BASSIANI უმასპინძლებს ლოს-ანჟელესის ტექნო ტიტანს, პროდიუსერს, ცოცხალ შემსრულებელსა და წვეულებების DROID BEHAVIOURS კურატორს DRUMCELL, რომლის მოღვაწეობა ორ დეკადას ითვლის და მუსიკის ციფრულ და ანალოგურ სამყაროებს შორის მუდმივი ექსპერიმენტების შედეგია; დინამოს მიწისქვეშეთში არსებულ სულისკვეთებას მხარდამხარ შესრულებით წარმოაჩენენ NEWA და NDRX; ტექნოს ენთუზიასტი, KANCHELI, რომელსაც მუსიკის მიმართ უკომპრომისო მიდგომა და შთამბეჭდავი ტექნიკური შესრულება ახასიათებს და მომავლის სამყაროთი შთაგონებული არტისტი NEBBIERI.

HOROOM-ში დაუკრავენ ბრაზილიის ელექტრონული მუსიკის სცენის წამყვანი კოლექტივის ODD და ლეიბლის IN THEIR FEELINGS დამფუძნებელი DAVIS; HAMATSUKI, რომელიც მუსიკის უნივერსალური შესაძლებლობების გაცნობით საკლუბო გამოცდილებას ახალი შთაბეჭდილებების წყაროდ აქცევს და NINASUPSA, გავლენიანი რადიო პლატფორმის, MUTANT RADIO სულისჩამდგმელი, რომლის სრულყოფილი სელექცია წვეულების ჟღერადობაზე საუკეთესოდ აისახება.

KHIDI 中 SECOND SIGHT LAUNCH NIGHT: PABLO BOZZI ❚ ZANIAS ❚ GEWALTEM ❚ VULKANSKI

3 მარტს KHIDI წარმოგიდგენთ Pablo Bozzi-ს მიერ ახლად დაფუძნებული ლეიბლის Second Sight პირველ შოუქეისს, სადაც თავად ლეიბლის დამფუძნებელი, კლუბის რეზიდენტი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი, პროექტების: Soft Crash, Infravision და Imperial Black Unit წევრი Pablo Bozzi დაუკრავს. მასთან ერთად ლაივ შესრულებით წარდგება ბერლინში მოღვაწე ავსტრალიელი არტისტი, ლეიბლის Fleisch თანადამფუძნებელი, პროექტების Linea Aspera და Keluar თანაავტორი Zanias. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებენ ლეიბლის ოჯახის წევრი Gewaltem და კლუბის რეზიდენტი, ადგილობრივი სცენის პიონერი წარმომადგენელი Vulkanski.

G2-ის სცენა დაეთმობა ოთახის რეგულარულ შემსრულებლებს: TES-ის რეზიდენტს და გუნდის წევრს, პროდიუსერს, დიჯეისა და ლაივ არტისტს Generali Minerali, თბილისში მოღვაწე ამერიკელ დიჯეის McKenzie და ეკატერინა ზაიცევას, იგივე Eklektra-ს.

მე ვწუხვარ ბაღზე // I Pity the Garden

კვირას კი, როცა მომდევნო დღე „მძიმე ორშაბათია“, შეგიძლიათ, უფრო მსუბუქად განიტვირთოთ და გამოფენას ეწვიოთ…

„მე ვწუხვარ ბაღზე“ წარმოდგენილი იყო ვენეციის 59-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე — La Biennale Arte 2022 – საქართველოს ეროვნულ პავილიონში. პროექტის სათაური ცნობილი ირანელი პოეტის ფორუყ ფაროხზადეს ლექსის სათაურს იმეორებს „მომაკვდავ ბაღზე“, რომელიც ავტორის ძლიერი ეკო-ფემინისტური პოზიციიდან ქალისა და მის გარშემო ცვალებადი სამყაროს გრძნობისმიერ ურთიერთდამოკიდებულებას აღწერს.

„ეს არის ნამუშევარი დასასრულის წინათგრძნობაზე, რომელიც real-time ვიდეო გამოსახულების და VR გამოცდილების საშუალებით მნახველს ანთროპოცენის ეპოქის მაგიურ რეალიზმში იწვევს. ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების მოსალოდნელ ცვლილებებს მხატვრები ვირტუალური რეალობის ენაზე თარგმნიან“.

თქვენს კომპანიას თანამშრომლების გუნდური მუშაობა გააძლიერებს

ალდაგის ილუსტრაციების სერია „წარმოთქვი იმაზე სწრაფად, ვიდრე ***“