in

#სადანროგორ გავერთოთ 3-5 ნოემბერს — ღონისძიებების კალენდარი

რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის განსხვავებულად ჩაივლის ხოლმე კვირა — ზოგისთვის უფრო მსუბუქად, ლაღად და ბედნიერად; ზოგიერთისთვის კი ისე მძიმედ მიიზლაზნება დღეები, ერთი სული აქვს, პარასკევის საქმეც ჩახუროს და როგორღაც „დარეფრეშდეს“ — შემდეგ განახლებული ენერგიით თუ განწყობით რომ დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ასე რომ, ვინაიდან სამუშაო კვირა თითქმის მიიწურა, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

BOG
BOG

Toa15: Okean Elzy x მწვანე ოთახი x Kodzo

2024 წელს Tbilisi Open Air 15 წლის ხდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, TOA15 კამპანიის ფარგლებში, რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს. პირველი ივენთი კი სწორედ 3 ნოემბერს Factory Tbilisi-ში გაიმართება.

  • Door Open: 19:30
  • მწვანე ოთახი: 21:30
  • Okean Elzy: 23:00
  • Kodzo: 00:45

„გიორგობისთვე“ წინანდლის მამულში

მთელი ნოემბრის განმავლობაში სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ განსაკუთრებულ კულტურულ, გასტრონომიულ და შემეცნებით ღონისძიებებს უმასპინძლებს. თანაც ღონისძიებები სწორედ ვიქენდებზეა გადანაწილებული, სრული პროგრამის ნახვა კი ამ ბმულზე შეგიძლიათ.

პორტალი სამყაროში

„სამყარო მრავალგვარი და მრავალფერი, უთვალავი განწყობით, ფერით, ხასიათითა და შინაარსით. მხატვარ ილია ბალავაძის ნამუშევრები ერთმანეთისგან იმდენად განსხვავებულია, რომ მახვილი თვალიც კი შეიძლება შეცდეს და მათი ერთი ავტორის მიკუთვნებულობაზე დაეჭვდეს. სერიებით მოთხრობილი ისტორიები კონკრეტული შთაგონების ამოწურვამდე არ ტოვებს მხატვარს. ერთს მოსდევს მეორე, მეორეს მესამე და ასე იქმნება მხატვრის მრავალრიცხოვანი სერიების რიგი, რომელთაც სტილური, სახეობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით სასრული არ აქვთ“.

გამოფენაზე სახელწოდებით „პორტალი სამყაროში“ მხატვარ ილია ბალავაძის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების მხოლოდ მცირე ნაწილია წარმოდგენილი, თუმცა ამ ექსპოზიციითაც ადვილად მისახვედრია არტისტის შემოქმედებითი ძიებების, ინტერესების, მხატვრული სახეებისა და სიუჟეტების მრავალფეროვნება.

KHIDI: UMWELT | UVB | VULKANSKI | YANAMASTE G2: YOUNGER THAN ME | SEVDA | AUDIO SPACE

3 ნოემბერს KHIDI ბერლინში მოღვაწე დიჯეის, პროდიუსერსა და ლაივ შემსრულებელს, ლეიბლის Body Theory დამფუძნებელს UVB უმასპინძლებს. მას შეუერთდება ლეიბლების Rave or Die და New Flesh Records დამფუძნებელი, ფრანგი დიჯეი და პროდიუსერი Umwelt. მათთან ერთად, კლუბის მთავარ სცენას დაიკავებენ ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები და კლუბის რეზიდენტები: ახალგაზრდა, სწრაფად პროგრესირებადი არტისტი Yanamaste და ლეიბლის BITE ოჯახის წევრი, პიონერი Vulkanski.

G2 უმასპინძლებს ბერლინში მოღვაწე დიჯეის, Tempio Del Futuro Perduto რეზიდენტსა და ლეიბლის 90’s Wax დამფუძნებელს Younger Than Me. Younger Than Me იკვლევს 90-იანი წლების რეივის რევოლუციის მუსიკალურ სპეციფიკას და ქმნის Progressive House, Trance, EBM და Techno-ს. Younger Than Me-ს შეუერთდება კლუბის რეზიდენტი ლადუკა ნინუა, პროექტით Sevda and მეზუსმზირას კოლექტივის წევრი Audio Space.

ცოტა სხვანაირი STAND UP საღამო Vol 3

როგორც ივენთის აღწერაში თავად წერენ, ეს STAND UP მხოლოდ ღლიცინს არ მოიცავს. მათი მიზანი მიმდინარე სამოქალაქო პროცესებისა და სტუდენტური პრობლემების იუმორში გადათარგმნაა. სცენას ამჯერად ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ანა სიხარულიძე, ონისე ოქრიაშვილი, პაატა შამუგია და თემო კობახიძე დაიკავებენ და სხვადასხვა ახალგაზრდულ პრობლემას სულ სიცილ-ხარხარში გააჟღერებენ.

ბერსერკები I: მისია • თეატრი ჰარაკი

ჰაინერ მიულერის პიესა მეგობრობისა და ღალატის, თავგანწირვისა და იმედგაცრუების შესახებ მსოფლიოს ოცამდე ენაზეა ნათარგმნი და თანამედროვე, პოსტ-დრამატული თეატრის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად ითვლება. ჰარაკის სცენაზე სპექტაკლი პირველად 2022 წლის ნოემბერში დაიდგა, ახლა კი, სახეცვლილი სახით უბრუნდება სცენას.

პოსტერები მომავლის დისტოპიური სუპერმარკეტიდან

Starbucks-მა საახალწლო ჭიქები გამოუშვა!