in

#სადანროგორ გავერთოთ 30 ივნისს და 1-2 ივლისს — ღონისძიებების კალენდარი

ესეც ასე, ერთ-ერთი საყვარელი რუბრიკის დროც დადგა — უქმეებს მონატრებულებს გირჩევთ, სად შეგიძლიათ გაერთოთ ზაფხულის პირველი თვის მიწურულს და მეორეს დასაწყისს. გაგაცნობთ, სად შეგიძლიათ განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

BOG
BOG

გართობისKEN Candy-ში

ბარი „ქენდი” (ღვინის ქარხანა #1, პეტრიაშვილის 1, 0179 თბილისი), „ჰაინეკენის” რჩეული ლოკაციაა, 150 წლის იუბილესთან დაკავშირებული კამპანიის — #გართობისKEN აღსანიშნავად!

„შემოგვიერთდით Yamoc-ის და Levi Love Disco-ს მოსასმენად!“

30.06.2023: Yamoc (22:00)

01.07.2023: Levi Love Disco (21:00)

KHIDI 中 STANISLAV TOLKACHEV ❚ TENSAL ❚ GWÄN ❚ AKKE ❚ ARNII ❚ KOZMANA

30 ივნისს კლუბის მთავარ სცენაზე მსოფლიო ელექტრონული სცენის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერი, განსაკუთრებული ჟღერადობისა და ხელწერის მქონე არტისტი Stanislav Tolkachev ლაივ შესრულებით წარდგება. მასთან ერთად დაუკრავს Tensal — ესპანელი დიჯეი და პროდიუსერი, პროექტის Exium წევრი, ავტორი რელიზებისა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Warm Up Recordings, KHIDI, Mord, Modularz და სხვა. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებენ: ბერლინსა და თბილისში დაფუძნებული დიჯეი, Fluid Vision-ის რეზიდენტი Gwän და Johan Axander იგივე Akke. G2-ის სცენა ჩეხეთში მოღვაწე ქართველ დიჯეისა და პრომოუტერს, ღონისძიებების სერიის Onyx თანადამფუძნებელსა და ჩეხური კლუბის Fuchs2 ბუქერსა და კურატორს Arnii და TES-ის რეზიდენტს, პროექტის V.C.V.S წევრს Kozmana დაეთმობა.

ილუსტრატორების კლუბის გამოფენა ფაბრიკაში

ილუსტრატორების კლუბის დაბადების დღესთან დაკავშირებით, FABRIKA Project Space სივრცეში გაიმართება სტუდენტი და პროფესიონალი ილუსტრატორების ჯგუფური გამოფენა.

1 ივლისს, 17:00 საათიდან, ოფიციალური გახსნა იქნება. ნამუშევრების დათვალიერების გარდა, შეგიძლიათ შეიძინოთ გამოფენილი პრინტები, სტიკერები, რვეულები, საფოსტო ბარათები და სხვადასხვა ილუსტრირებული ნივთი.

გამოფენა-გაყიდვა ღია იქნება სტუმრებისთვის 1 და 2 ივლისს, დილის 12 საათიდან, საღამოს 22:00-მდე.

გრილი ზაფხული ბოტანიკურში

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 1 და 2 ივლისს ფესტივალი „გრილი ზაფხული ბოტანიკურში“ გაიმართება. ფესტივალზე დაგხვდებათ გამაგრილებელი სასმელების მრავალფეროვნება, კოკა-კოლა მიქსის კოქტეილები, ქართული ლიმონათების ნაირსახეობა, ხილის სმუზები და სხვა გემრიელობები.

ღონისძიებაზე დაგხვდებათ: თემატური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ეკოშემეცნებითი აქტივობები, სადაც დამთვალიერებლები გაიგებენ ზაფხულში მოყვავილე მცენარეების შესახებ საინტერესო ფაქტებს; წამყვანი და ანიმატორი; გათამაშებები და საჩუქრები; ცოცხალი მუსიკა.

სათქმელი/ We have something to say

სათქმელი/we have something to say კონცეპტუალური გამოფენაა ახალგაზრდების ამბების, ისტორიებისა და გამოცდილებების შესახებ. გამოფენა 01-05 ივლისს, კუბი კონტექსტში გაიმართება.

„ჩვენ გვქმნის ამბები, რომლებიც ჩვენი ნაწილი გახდა, დაგვყვება, ზემოქმედებს და არ გვტოვებს. გამოფენის სათაური, ისევე როგორც კონცეფცია, შექმნილია ნამდვილ ამბებზე, ისტორიებსა და გამოცდილებებზე. ამბებზე, რომლებიც ახალგაზრდებს შთააგონებთ, აფიქრებთ, აღაფრთოვანებთ და ამოტივირებთ. გამოფენაზე წარმოდგენილი ვიზუალები სწორედ შთაგონებულია კადრებით, რამაც ახალგაზრდების სათქმელი განაპირობა, ვიზუალური მეხსიერებით, რაც ჩვენი ნაწილი გახდა და ჩვენთან ერთად მოქმედებს.

გალერეის კედლებს შორის განთავსებული მულტიმედიური ინსტალაციები გიბიძგებთ, გადახვიდეთ სივრცეში, სადაც ხელოვნება, ტექნოლოგია და თხრობა ერთმანეთს ერწყმის. მოსმენილი ამბები გვიბიძგებს ფიქრისკენ და შემდეგ საუბრისკენ, რა არის ჩვენი სათქმელი? რა არის ის რამაც დღევანდელი ჩვენი ქმედებები განაპირობა და თავად ჩვენ შეგვქმნა“.

დამწყების გზამკვლევი მეტავერსში

როგორ წარმოაჩინოთ თქვენი უნარები CV-ში?