მარტის მიწურულსა და აპრილის დასაწყისს თან ხალისით უნდა შევხვდეთ და თანაც, შესაბამისი მოტივაციით ავივსოთ. დღეს სტატიაში გირჩევთ, 31 მარტსა და 1-2 აპრილს სად შეგიძლიათ გართობა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
და, აი, ჩვენ აქ ვართ — მამმა მია!
ალბათ, ეს ცნობილი მიუზიკლი ბევრ თქვენგანს ძალიან უყვარს, თუმცა აქამდე შესაძლებლობა არ გვქონია, მისი ქართული ვერსია გვენახა. ახლა კი „თეატრში“ 31 მარტს იხილავთ იტალიის კუნძულ პანტელერიაზე დატრიალებულ ამბებს, ერთი ქალისა და სამი მამაკაცის ისტორიას, რომელზეც ხან იცინებთ, ხან კი ცრემლი მოგადგებათ.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
| MATRIX | • TEN WALLS • DUSTY KID •
„MATRIX“ კულტურის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს აერთიანებს. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, პროექტის მიზანი ვიზუალური სახელოვნებო მიმდინარეობებისა და ელექტრონული მუსიკის ჰარმონიული შერწყმით, ადგილობრივ სცენაზე ახალი, ავთენტური გამოცდილების შექმნაა.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრები ადგილობრივი და საერთაშორისო მუსიკალური არტისტების ჟღერადობების ფონზე გაცოცხლდება და ვიზუალურ მთლიანობას შეერწყმება.
პროექტ „MATRIX“-ის II სერია განხორციელდება 31 მარტს, რომლის ფარგლებშიც მსმენელთა წინაშე წარდგებიან მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოს-შემსრულებლები: TEN WALLS და DUSTY KID.
KHIDI 中 ANCIENT METHODS ❚ SCHWEFELGELB ❚ OTHR ❚ LIZA RIVS
31 მარტს KHIDI წარმოგიდგენთ კლუბის ორი გამორჩეული რეზიდენტის B2B სეტს: მსოფლიო ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პატივსაცემი ფიგურა, ლეიბლის Persephonic Sirens დამფუძნებელი, პროექტების Room 506 და Pogo Im Säurebad ავტორი, Ugandan Methods-ისა და Eschaton-ის თანაავტორი, Ancient Methods და ქართული ელექტრონული სცენის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, რელიზების ავტორი ლეიბლებზე: Persephonic Sirens, BITE, KHIDI და სხვა.
მათთან ერთად დიჯეი სეტებით წარდგებიან ლეიბლის Aufnahme + Wiedergabe ოჯახის წევრი დუო Schwefelgelb და თბილისსა და პარიზში მოღვაწე კლუბის ადგილობრივი რეზიდენტი Liza Rivs. G2-ის სცენა დაეთმობა ლეიბლისა და ღონისძიებების სერიის Pluto’s Plan თანადამფუძნებელს Hudson და Mzesumzira-ს კოლექტივის წევრებს: Audio Space და Sumo
Beatlem l Soham / Grymderluft/ Primal Phase
Beatlem აუდიო-ვიზუალურ მუზეუმში (ჰოლოზეუმში) კლუბური სივრცეა, რომელიც კონცეპტუალური ელექტრონული მუსიკის მეშვეობით უნიკალური გამოცდილების მიღების საშუალებას გაძლევთ.
„Beatlem —შენი გონების მოდელია. კორიდორი, რომლის მეშვეობითაც, ამ სივრცეში შედიხარ, შენი გონების ცნობიერ ნაწილს ასახავს, ხოლო ის, რაც მის ქვემოთ გელოდება, შენი ქვეცნობიერია. გახდი მოგზაური შენს გონებაში და დაეუფლე საკუთარ თავს.
„Soham“ ინდურ ფილოსოფიაში დამკვიდრებული ცნებაა, (მანტრა) რომელიც ინდივიდისა და სამყაროს ერთიან იდენტობას აღნიშნავს. Soham-ის ამოსავალი წერტილია „მე“-სა და „სამყაროს“ შორის არსებული სივრცის დასახვა და შემდგომ ამ სივრცის ცნობიერად შევსება, რაც სამყაროსთან ჰარმონიული კავშირის დამყარებაში გვეხმარება“.
Vibes: Breakbot & Irfane | Magrra | Ucha | Hatsvali | Toke | Mocongo
1 აპრილს Vibes წარმოგიდგენთ ფრანგ არტისტებს Breakbot & Irfane და ადგილობრივი სცენის გამორჩეულ მუსიკოსებს: Hatsvali, Toke, Mocongo, Magrra და Ucha. Breakbot ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი არტისტია.
Thibaut Berland-ის ისტორია 2000-იანი წლებიდან იწყება, მისი პირველი რემიქსი იყო Justice „Let There Be Light“, რომელსაც Ed Banger და მისი კაპიტანი პედრო ვინტერი აწარმოებდნენ. 2009 წელს Ed Banger-ზე გამოაქვეყნა თავისი პირველი სინგლი Baby I’m Yours, რომელიც ასახავს მის საუკეთესო შთაგონებას, Doobie Brothers, Pacific Pop და Satin Disco შორის. 2016 წელს გამოუშვა მეორე ალბომი Still Waters.
TES ± LUST: Ambient Session — LASHA TSKVITINIDZE (LIVE)
უკვე კვირა საღამოს შეგიძლიათ, ლაშა ცქვიტინიძის ლაივ პერფორმანსით განიტვირთოთ. თანაც, შესვლა უფასოა და ერთადერთი, რისი დაცვაც მოგეთხოვებათ, ხმადაბალი საუბარი და განათების არ ჩართვაა.