in

#სადანროგორ გავერთოთ 4-6 აგვისტოს — ღონისძიებების კალენდარი

ეს წელიწადის ის დროა, როცა ადამიანთა უმეტესობა უკვე ნანატრი შვებულებით ტკბება, ქალაქგარეთ გადის და ყველა საქმიან ვალდებულებას დროებით ივიწყებს. შესაბამისად, ივენთების რაოდენობაც ცოტათი იკლებს, მაგრამ მაინც მოვუყარეთ თავი რამდენიმეს და გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

bog
bog-mob

KHIDI 中 G2: VULKANSKI ❚ OTHR ❚ SANI

4 აგვისტოს G2-ის სცენა კლუბის ადგილობრივ რეზიდენტებს, ლეიბლის BITE ოჯახის წევრებს: Vulkanski და OTHR დაეთმობა. მათთან ერთად, სცენას გაიზიარებს პარიზსა და თბილისში დაფუძნებული დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი, ლეიბლის Revolting Silence Records თანადამფუძნებელი Sani.

ხოლო 5 აგვისტოს G2-ის სცენა, თბილისსა და პარიზში მოღვაწე KHIDI-ს ადგილობრივ რეზიდენტს Liza Rivs და კლუბის რეგულარულ შემსრულებელს, ლეიბლის Murder Tbilisi დამფუძნებელს Puritan იგივე Body Pressure დაეთმობა.

THE BASEMENT ✦ MAGRRA │ DARIANI

პარასკევს 4 აგვისტოს THE BASEMENT-ში გელოდებიან დისკო ენერგიის ერთად დასატრიალებლად. ეს არის სივრცე, რომელიც სარდაფისეული რომანტიკის პულსს ინარჩუნებს, ის რაც ყოველთვის მნიშვნელოვან კულტურულ ეპიცენტრს წარმოადგენდა შემოქმედებისთვის. თავისუფლება, სიყვარული, ეიფორია ჩვენთან მუდმივად იცვლის ფორმას, რადგან სარდაფიც არასდროს არ არის იგივე.

Board games day @ PIPES by Tsibakha VOL.2

„ერთი ლეგენდის თანახმად, თურმე თამაშების ხელმწიფე წიბახას და ბურგერების მეფე ფაიფსს დიდი შეთანხმება დაუდიათ, რომ 2023 წლის 5 აგვისტოს შეხვდებოდნენ ერთმანეთს და თავიანთ დიდ მეგობრობას ერთად აღნიშნავდნენ. წიბახა თამაშებს მოამზადებს, ხოლო ფაიფსი უგემრიელეს ბურგერებს. ძალიან კეთილშობილი შეთანხმებით, ამ ორმა სამეფომ გადაწყვიტა, თქვენც დაეპატიჟებინეთ და თქვენთვისაც გაეზიარებინათ კეთილი და პოზიტიური ემოციები. გოეთელი ვეტერანი მოთამაშეებისთვის გვინდა აღვნიშნოთ, რომ მაქციის ნაცვლად „blood on the clocktower-ს“ ვითამაშებთ საღამოს დამაგვირგვინებელ თამაშად. შესაბამისად, გელოდებით 5 აგვისტოს ფაიფსის ახალ ლოკაციაზე ძალიან კარგი დროის გასატარებლად“, — ასეთ ტექსტს ვკითხულობთ ივენთის აღწერაში და თუ სამაგიდო თამაშები გიზიდავთ, შეგიძლიათ, შაბათი დღე აქ გაატაროთ.

Luke Burton Father Tongue

The Why Not Gallery წარმოგიდგენთ ლუკ ბარტონის პირველი პერსონალური გამოფენა Father Tongue. გამოფენა მოიცავს მხატვრის ნამუშევრებს ქაღალდზე და მინანქარზე, თითოეული ზედმიწევნით დამუშავებული და პირადი სიმბოლიზმით გაჟღენთილი.

„ბარტონის მხატვრულ შემოქმედებას ახასიათებს რთული ორნამენტები და სასიამოვნო განწყობა. თავისი ოსტატური კომპოზიციების საშუალებით, მხატვარი ქმნის ცნობების და შთაგონების გობელენს, რის შედეგადაც, წარმოიქმნება ვიზუალურად რთული ნამუშევრები, რომლებიც ხშირად ღრმა ფიქრის საშუალებას იძლევა.

გამოფენილ ნახატებში ცენტრალური ადგილი უკავია ყურძენს, რომელიც განმეორებადი მოტივია ბარტონის შემოქმედებაში. საქართველოს კონტექსტში, ეს ყურძენი იწვევს უამრავ ასოციაციას და იძენს საკუთარ ცხოვრებას მხატვრის ტილოებში. ზოგიერთი ყურძენი იზრდება ფანტასტიკურ, თითქმის ბაროკოს ფორმებად, ზოგი კი ასოებსა და სიტყვებად გადაიქცევა. ეს არატრადიციული ტრანსფორმაცია ასახავს ბარტონის გატაცებას კლასიკური სიმბოლოებით და მათი გრძელვადიანი ევოლუციით დროსა და მრავალფეროვან კონტექსტში“.

Red Bull Half Court | Georgia 2023

Red Bull Half Court 3×3-ზე ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი საქართველოში წელს მეორედ ჩატარდება. სწრაფი, შეტევითი შეჯიბრება FIBA-ს წესების მიხედვით მიმდინარეობს. თუმცა ღონისძიების „ტვისტი“ ის ბონუს ქულაა, რომელსაც გუნდი „მოედნის დაპყრობისთვის’’ მიიღებს.

დეტალური ინფორმაციისა და წესების ნახვა ივენთის ბმულზე შეგიძლიათ.

Feel the PAWer of love – Animal Project-ის ღონისძიების მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო

ადამიანი, როგორც კორპორაციული კულტურის ცენტრი: გზა უსაფრთხოების თანამშრომლობიდან შესყიდვების მენეჯერობამდე