ზაფხულის ივენთებს განსხვავებული მუხტი, ენერგია და მზისებრი განწყობა გასდევს. თითქოს, ყველაფერი გაცილებით ლაღი და სასიამოვნოა. კარგი განწყობის შესანარჩუნებლად კი, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
კოკა, რამიშვილი — პლატფორმა მოვლენისთვის
კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდში განვითარდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით.
გამოფენაზე წარმოდგენილია კოკა რამიშვილის ახალი ნამუშევარი — პლატფორმა მოვლენისთვის. ნამუშევრის ხმოვანი ნაწილი შექმნა კომპოზიტორმა ნიკა მაჩაიძემ, რომელთანაც ხელოვანი ხშირად თანამშრომლობს. პლატფორმა მოვლენისთვის მულტიმედიური ინსტალაციაა, სადაც უხილავი ბმები აერთიანებს ინტერიერსა და ექსტერიერს, გეომეტრიულ ფორმებს (წრიულსა და კვადრატულ დარბაზებს) და პეიზაჟის უსასრულობას, ზაფხულის კლიმატურ მოტივსა და ყოველდღიურობის ხმებს.
PANORAMA LISI TERRACE & DOUBLE G
5 და 6 ივლისს, 19:00 საათიდან 02:00 საათამდე გვეწვიეთ Panorama Lisi Terrace-ზე და დატკბით თბილისის პანორამული ხედით, ქართველ წამყვან არტისტებთან ერთად:
5 ივლისი — ANNATRON B2B ENQ
6 ივლისი — BESSARIONN
მორიგი შაბათი და განსაკუთრებული შეგრძნებების მოლოდინი — 6 ივლისს KICK-ის სცენას ლოკალური არტისტები, 𝐃𝐉 𝐀𝐒𝐓𝐑𝐎𝐁𝐄𝐄 და 𝐁𝐄𝐁𝐔𝐑 დაიკავებენ.
ფაბრიკაში Vintage Market ბრუნდება და თან ბევრი ახალი ფერი, ქსოვილი და განწყობა მოაქვს. ჩვენს ეზოში თითოეულ დახლზე იპოვით ნივთებს, რომლებიც სხვადასხვა დროიდან მოდიან, ისტორიებს ჰყვებიან და ემოციებს გადმოსცემენ.
6-7 ივლისს, გელოდებით ყველას, ვინც ყოველდღიურობაში სიახლესა და განსხვავებულობას ეძებთ. ფაბრიკას ეზოში შეხვდებით კოლექციონერებს, ადამიანებს მახვილი თვალით, რომელთაც თქვენთვის განსაკუთრებული ვინტაჟური სამოსისა თუ ნივთების სელექცია ექნებათ წარმოდგენილი.