in

#სადანროგორ გავერთოთ 5-7 მაისს — ღონისძიებების კალენდარი

უკვე ამ რუბრიკის მერამდენე სტატიას ვიწყებ „ამინდის პროგნოზის გამოცხადებით“, აღარ ვიცი… მაგრამ ამ წლის გაზაფხულმა ნამდვილად აგვირ-დაგვირია კვირის ბოლოსთვის მოტოვებული გართობის გეგმები და ხან წვიმამ შეგვიშალა ხელი, ხანაც ქარმა. უბრალოდ, ეს კვირა განსხვავებულია — პარასკევს და შაბათს არ შეგვაწუხებს ცუდი ამინდი;

რაც შეეხება კვირას, ლეგენდის თანახმად, თბილისში ყოველი წლის 7 მაისს წვიმს და თუ თმებს ამ წვიმის წყლით დაისველებთ, რაღაც ბედნიერებას უნდა ელოდეთ. ნამდვილად ვერ გეტყვით, ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ ძველი თბილისური თქმულებებიდან დღემდე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ღონისძიებებს გადაავლეთ თვალი:

მოდის სცენის მიღმა ცხოვრება

5 მაისს, 20:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, Ieri Store-თან და Forbes Woman Georgia-სთან პარტნიორობის ფარგლებში, უმასპინძლებს საჯარო ლექციას თემაზე „მოდის სცენის მიღმა ცხოვრება“.

საჯარო ლექციის მთავარი სპიკერები იქნებიან Balenciaga Heritage-ის ყოფილი ხელმძღვანელი, Gael Mamine და Margiela-ს ყოფილი სცენოგრაფი, Ania Martchenko. გაელი და ანია გაუზიარებენ აუდიტორიას თავიანთ გამოცდილებას ინდუსტრიაში, ისაუბრებენ განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე და მათ თანამშრომლობაზე მოდის ცნობილ ბრენდებთან. ასევე, განიხილავენ კულტურული მემკვიდრეობის ბრენდად გადაქცევის უპირატესობებს, კომუნიკაციის მნიშვნელობას კულტურებს შორის და იმ გავლენებს, რაც ქართულმა კულტურულმა მემკვიდრეობამ იქონია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

დასასწრებად რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.

KHIDI 中 PHARA ❚ ROLL DANN ❚ BOYD SCHIDT ❚ YANAMASTE

5 მაისს კლუბის მთავარ სცენაზე სადებიუტო ლაივ შესრულებით წარდგება ბელგიელი პროდიუსერი, დიჯეი და ლაივ შემსრულებელი, ლეიბლ Phaaar-ის დამფუძნებელი და კლუბის Fuse Brussels რეზიდენტი. მასთან ერთად სცენას გაიზიარებენ: ესპანური სცენის წარმომადგენელი, მადრიდული კლუბის Laster რეზიდენტი Roll Dann და KHIDI-ს ადგილობრივი რეზიდენტები: ლეიბლის Sonic Groove ოჯახის წევრი, პიონერი არტისტი Boyd Schidt და ლოკალური სცენის უმნიშვნელოვანესი ფიგურა Yanamaste. G2-ში დაუკრავენ თბილისური სცენის წარმომადგენლები: Gio Shengelia, Toke [LIVE] და Rene.

Mzesumzira Showcase at TES

6 მაისს მზესუმზირას ივენთების სერია Tes-ში, ადგილობრივი ელექტრონული სცენის გამორჩეულ ლოკაციაზე გადაინაცვლებს. როგორც ივენთის აღწერაში ვკითხულობთ, „ახალი მეგობრობა“ შოუქეისით იწყება და ტესის სივრცეს მზესუმზირას განწყობით შეუერთდებიან. კლუბის მთავარ სცენას Audio Space, Sumo, Vas დაიკავებენ. ეზოში ივენთს Kdema აავსებს გაზაფხულის ჟღერადობით.

მართალია, თარიღი 6 მაისი წერია, მაგრამ რადგანაც კვირა ღამით ნაკლებად გვსურს გადაღლა, შეგიძლიათ, შაბათ-კვირის გართობა გააერთიანოთ.

INNERGATED X SYNOID: ACIERATE • DANA MONTANA • GABRIELLE RITES • REBEKAH• SUPERGLOSS • THAM 

6 მაისს #INNERGATED X SYNOID საქართველოში ბრუნდებიან.

INNERGATE არის ტექნო ლეიბლი, რომელიც დაარსდა თბილისში და დაფუძნებულია ბერლინში. ლეიბლი აღიარებულია მასზე გამოცემული ტრეკებით, რომელიც სწრაფად ვრცელდება ტექნო ინდუსტრიაში. ის ასევე ცნობილია #INNERGATED ივენთ სერიით.

SYNOID Berlin განთქმულია თავისი დაუსრულებელი, 55 საათამდე ხანგრძლივობის ივენთებით, მსოფლიოში ცნობილი არტისტებით და უნიკალური ენერგიით. აქედან გამომდინარე, SYNOID არის წამყვანი ივენთ-სერია ბერლინში, რომელიც მასპინძლობს არტისტებს და კლუბებს ბოლო 6 წლის განმავლობაში, დაწყებული Griesmühle-დან და ახლა უკვე RSO Berlin-ში.

Grig Band-ის პოეტურ-მუსიკალური საღამო

Grig Band-ის პოეტურ-მუსიკალურ საღამოზე წარმოდგენილი იქნება ფრანგული შანსონი, რეტრო სიმღერები, საავტორო სიმღერები, ლექსები.

Grig Band-ის წევრები: პოეტი, მომღერალი, სიმღერების ავტორი ანა გრიგი (გრიგალაშვილი); აკორდეონისტი, მულტი-ინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი, არანჟირებების ავტორი ვლადისლავ სოლოვიოვი; გიტარისტი, კომპოზიტორი, არანჟირებების ავტორი ანტონ არზიანი.

რომელია პირველი კომიქსი ისტორიაში?

Nendo ლუდის ქაფის მოყვარულებისთვის ქილის ახალ დიზაინს ქმნის