in

#სადანროგორ გავერთოთ 7-8 აპრილს — ღონისძიებების კალენდარი

მართალია, ჯერ კიდევ იმის გარკვევას ვცდილობთ, ნამდვილად გაზაფხულის მეორე თვეა თუ ზამთარი უხეშად გვაპარებს დაბრუნებას, მაგრამ გართობა-დასვენება ნებისმიერ შემთხვევაში გვჭირდება. ამიტომაც, დღეს სტატიაში გირჩევთ, 7-9 აპრილს სად შეგიძლიათ გართობა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

BOG
BOG

Unbroken @Dedaena

თუ გსურთ, დაეხმაროთ უკრაინას, დედაენის ბარში ეწვიეთ საქველმოქმედო საღამოს, რომელიც გაიმართება 7 აპრილს, 18:00 საათზე, დედაენის ბარში.

ღონისძიების განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ: ნახოთ ირაკლი ჩხვირკიას დოკუმენტური ფილმი „გაუტეხავი“, რომელიც უკრაინაში, ომის დროს არის გადაღებული. ის გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა ჩვეულებრივი უკრაინელების ცხოვრება 24 თებერვლის შემდეგ და ერთადერთი დოკუმენტური ფილმია, რომელიც გადაღებულია მობილური ტელეფონით, მთელი უკრაინის გავლით, ლვოვიდან იზიუმამდე; ასევე, მონაწილეობა მიიღოთ აუქციონში, სადაც წარმოდგენილი იქნება უკრაინელი სტუდენტების მიერ შექმნილი ომის საწინააღმდეგო პოსტერები; დაესწროთ წიგნის, „უკრაინის დამოუკიდებლობის ისტორია“, პრეზენტაციას, რომელშიც დეტალური ილუსტრაციებით ასახულია უკრაინელების მიერ დამოუკიდებლობის მიღწევის ისტორია; მოუსმინოთ უკრაინულ სიმღერებს იულია ანდღულაძის შესრულებით.

Friday JAZZ Jam Session with ZURA RAMISHVILI

პარასკევს, 7 აპრილს, არტერია წარმოგიდგენთ ჯაზის ჯემ სესიას არაჩვეულებრივ მუსიკოსთან ზურა რამიშვილთან ერთად. საღამოს გახსნის: ზურა რამიშვილი — ფორტეპიანო; სოფიო მურუსიძე — ვოკალი; რომან პლოტნიკოვი — ბასი; ირაკლი ჭოლაძე — დრამი.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Kazbegi Trophy 2023 / ყაზბეგის თასი 2023

ყაზბეგის თასი — სკიტურის პირველი ყოველწლიური შეჯიბრი საქართველოში TRAILLAB-ისა და Altihut-ისგან დაბრუნდა 2023 წლის ღონისძიებით! 2023 წლის 8 აპრილს საქართველოში სკიტურის ოფიციალური ყოველწლიური შეჯიბრი ჩატარდება. წინა წლის მსგავსად, ყაზბეგის თასი მასპინძლობს 2 დისტანციას, 10კმ და 5კმ. ორივე მარშრუტის მნიშვნელოვანი ნაწილიდან კარგად ჩანს მყინვარწვერისა და გერგეტის სამების ჩვენთვის საყვარელი ხედები.

KHIDI 中 BRVTAL VISION NIGHT: THE BRVTALIST ❚ UNHUMAN ❚ KALTE LIEBE ❚ FREQUENCY SHIFTER

7 აპრილს KHIDI წარმოგიდგენთ რელიზებისა და ღონისძიებების სერიის Brvtal Vision ღამეს, სადაც დაუკრავენ ლეიბლისა და ამავე სახელწოდების მუსიკალური პლატფორმის კურატორი The Brvtalist და კლუბის ბერძენი რეზიდენტი, ბერლინური ლეიბლისა და ღონისძიებების სერიის Liber Null დამფუძნებელი, BITE-ის ოჯახის შეუცვლელი წევრი Unhuman. მათთან ერთად ლაივ შესრულებით წარდგება Post-Punk, Dark Wave, EBM ჟღერადობაზე დაფუძნებული გერმანული დუო Kalte Liebe. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს KHIDI-ს ადგილობრივი რეზიდენტი და ლოკალური მსმენელის ერთ-ერთი ფავორიტი შემსრულებელი Frequency Shifter. G2-ის სცენა კლუბის კიდევ ერთ რეზიდენტს, მულტიმედია არტისტს Saphileaum დაეთმობა, რომელთან ერთად კლუბის TES რეზიდენტი, CES Records ოჯახის წევრი Neon Warrior დაუკრავს. B2B სეტით წარდგებიან ანანო ჩიხლაძე იგივე Eva Iver და თამუნა აქსანდერი იგივე 00RT

ხოლო 8 აპრილს G2-ის სცენაზე გერმანული დუო Kalte Liebe დიჯეი სეტით წარდგება. მათთან ერთად სცენას გაიზიარებენ პროდიუსერი და ხმის ინჟინერი, ლეიბლზე Liber Null რელიზის ავტორი Rell, KHIDI-ს რეზიდენტი და ადგილობრივი სცენის პიონერი შემსრულებელი Boyd Schidt.

Stand up Tbilisi x Bazari Orbeliani

8 აპრილს, 22:00 სთ-ზე, Stand up Tbilisi სტუმრებთან შესახვედრად ემზადება, გელოდებით ბაზარი ორბელიანზე. მსმენელის წინაშე მურთაზ ჩიქოვანი, საბა ყაფლანიშვილი, ონისე ოქრიაშვილი, ირაკლი ჯაბუა და ანა სიხარულიძე წარდგებიან.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Giorgi Tsagareli-Documentary photography exhibition

მე-20 საუკუნის დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის კონფლიქტურ რეალობას ასახავდა. მრავალრიცხოვანი არქივის ფონზე, ის აღიარებულია, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი. მისი ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვისაა ცნობილი და შეიძლება ითქვას, ისტორიის განუყოფელ ნაწილადაც კი იქცა.

თემატურად, 9 აპრილს Fotografia Gallery სწორედ გიორგი ცაგარელის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს.

პირველი ვაქცინა 8 წლის ბიჭზე ჩატარებული ექსპერიმენტით შეიქმნა!

„იკითხეთ ყველგან და არასოდეს, არასოდეს გაჩერდეთ“ — გაიცანით წიგნების თაროს მონაწილე ქეთო სიხარულიძე