in

#სადანროგორ გავერთოთ 7-9 ივლისს — ღონისძიებების კალენდარი

ესეც ასე, ერთ-ერთი საყვარელი რუბრიკის დროც დადგა — უქმეებს მონატრებულებს გირჩევთ, სად შეგიძლიათ გაერთოთ. გაგაცნობთ, სად შეგიძლიათ განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

eZo Festival – Last Dance of Summer

„მართალია, ბოლო საზაფხულო ცეკვა ჯერ კიდევ წინ არის, მაგრამ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ წლევანდელი ზაფხული შედგა! მადლობას გიხდით ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ფესტივალის შენებაში, რადგან თქვენი ჩართულობის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. 7 ივლისს ეზოს სცენა ისევ გაანათებს და ერთმანეთს უცვლელ ადგილას შევხვდებით“, — ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

Monkey @ Kus Tba – Cinthie / The Checkup / Soulidan / Zurkin

7 ივლისს, კუს ტბაზე, Monkey წარმოგიდგენთ თანამედროვეობის გამორჩეულ, ბერლინში დაფუძნებულ დიჯეისა და პროდიუსერს — Cinthie. საღამოს ვიდეო სტრიმით უზრუნველყოფს ელექტრონული მუსიკის მსოფლიოს წამყვანი ონლაინ პლატფორმა — Beatport Cinthie უკანასკნელ წლებში ჰაუს მუსიკის სცენაზე ერთ-ერთ ყველაზე დაფასებულ და გავლენიან დიჯეიდ ჩამოყალიბდა, როგორც თავის ქალაქში, ისე მთელ მსოფლიოში.

The Checkup — Monkey ასევე უმასპინძლებს ბერლინში მოღვაწე ფრანგ დიჯეის. მისი შემოქმედება, რომელზეც გავლენა ამერიკულმა ჰაუს სცენამ მოახდინა, შეგვხვედრია ისეთ ლეგენდარულ ლეიბლებზე, როგორიცაა Defected, Nervous Records, Large music და სხვა. დიჯეი სეტები გამოირჩევა ენერგიული ჰაუს მუსიკით და პოზიტიური დრამატურგიით.

Zurkin — ქართული სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტი და Vodcast Records-ის თანადამფუძნებელი.

Soulidan — ჩვენი რეზიდენტის, თაზო ცხაკაიას პროექტია, რომლის ორგანული ჟღერადობა საცეკვაო მოედანზე ყოველთვის გამორჩეულ ღამეებს ქმნის.

DOA Presents „Sounds Of Brazil“ / Solidarity Gathering @ Mutant Radio

8-9 ივლისს ქართველი მუსიკალური ჟურნალისტებისა და სელექტორების კოლექტივი, „Dancing On Architecture“, Mutant Radio-ს ფიზიკურ სივრცეში წარმოგიდგენთ 20-საათიან მუსიკალურ მარათონს და სოლიდარობის აქციას „Sounds Of Brazil“. ორივე დღის განმავლობაში Mutant Radio-ს სივრცე დაეთმობა ბრაზილიურ მუსიკას, განსხვავებულ მუსიკალურ სტილებს, ეპოქებსა და ქალაქების შესაბამის ჟღერადობებს.

„გარდაქმნა“ — გურამ წიბახაშვილი და სანდრო ფაჩუაშვილი

8 ივლისს, 19.00 საათზე, გორის ხელოვნების სახლში გაიხსნება გამოფენა „გარდაქმნა“. გამოფენა აერთიანებს გურამ წიბახაშვილისა და სანდრო ფაჩუაშვილის ნამუშევრებს, სადაც ასახულია საბჭოთა ისტორიისა და თანამედროვე ვიზუალური ენის შერწყმა. წარსულში შექმნილ ფორმათა გარდაქმნა ამ ნამუშევრებში სრულიად ახალ შინაარსს იძენს.

KHIDI 中 G2: OTHR ❚ C4AT ❚ ESTER ❚ ANRI

8 ივლისს, G2-ის სცენა კლუბის ადგილობრივ რეზიდენტს, ლეიბლის BITE ოჯახის წევრს OTHR და მის მიერ მოწვეულ სტუმრებს დაეთმობა: პრაღაში დაფუძნებული არტისტები და ამავე ქალაქში არსებული კლუბის Fuchs2 რეგულარული შემსრულებლები, საერთო პროექტის Cursed Soil ავტორები C4AT (LIVE) და Ester, ასევე ქუთაისელი ადგილობრივი დიჯეი Anri.

1000 წუთი – სად მიდის ჩვენი დრო?

სულ გვეჩქარება, სადღაც გვაგვიანდება, ვმუშაობთ, მაგრამ ვერაფერს ვასწრებთ, მიზნებს ვაღწევთ, მაგრამ კმაყოფილებას ვერ ვგრძნობთ, სიამოვნებები საქმედ გვექცა, საქმე — ტვირთად, overthinking — ლექსიკონისა და ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად.

ნაცნობი შეგრძნებებია? თუ ამ კითხვაზე პასუხია კი, მაშინ 1000 წუთი ის ღონისძიებაა, სადაც უნდა იყო.

ციფრულ ეპოქაში მცხოვრები ადამიანის ყოველდღიური გამოწვევებით ინსპირირებულ ღონისძიებას, რომელიც სხვადასხვა ვორქშოპს, სპიკერსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებს 9 ივლისს, კვირას ბაზალეთის ტბასთან მდებარე ახალგახსნილი სივრცე რელიეფი ბაზალეთზე უმასპინძლებს.

„ზარაფხანას” ნაკეთობების კოპირების მცდელობები, როგორ იცავს ბრენდი თავის ინტელექტუალურ საკუთრებას?

„დასინეს“ თუ არა პირველი SMS ისტორიაში?