in

#სადანროგორ გავერთოთ 7-9 ოქტომბერს — ღონისძიებების კალენდარი

დასვენება და განტვირთვა რომ არ არსებობდეს, ალბათ, უბრალო რობოტებად ვიქცეოდით, რომელთაც ერთიდან მეორე საქმეზე გადართვა მექანიკურად შეუძლიათ. თუმცა ჩვენი ერთ-ერთი სასიამოვნო უპირატესობა სწორედ გართობაშია — რა სჯობს, სამუშაო კვირა რომ მიიწურება და მთელი დღეების დაღლას ერთიანად „ჩამოირეცხავ“. ახლა კი, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

BOG
BOG

Oscar and the Wolf — Mono Hall Tbilisi

6 ოქტომბერს Mono Hall-ში სუპერ პოპულარული მუსიკალური პროექტი — Oscar and the Wolf წარდგება მსმენელის წინაშე. ის Max Colombie-ის პროექტია, რომელიც იდეალურად გამოხატავს თანამედროვე R&B-სა და ევროპული ელექტრო-პოპ ჟღერადობების სინთეზს.

პროექტი 2012 წელს დაიწყო და იმდენად სწრაფად განვითარდა და მოიპოვა საყოველთაო ყურადღება, რომ 2014 წელს სადებიუტო ალბომის გაყიდვებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მან ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ალბომის ტიტულიც მიიღო. აქედან გამომდინარე, Oscar and the Wolf-მა უდიდეს პოპულარობას ძალიან მოკლე დროში მიაღწია. ხოლო მისმა შემქმნელმა Max Colombie-მ სუპერ ვარსკვლავის სტატუსიც მალევე დაიმსახურა.

Kojori Forest Dreams 2023

30-ზე მეტი არტისტის მიერ შექმნილი გამოფენა-პერფორმანსი, დაუვიწყარი მუსიკა და რეალობად ქცეული სიზმრები კოჯრის ტყეში. „შტატი 51“ და „არქიკუბი“ წარმოგიდგენთ „კოჯრის ტყის სიზმრების“ საფესტივალო სერიას, რომელიც პირველად Bioli Wellness Resort-ში ჩატარდება.

პროექტის მთავარი მიზანი მულტიკულტურის პოპულარიზაციაა, რომელიც დასავლური ღირებულებებით, სტანდარტებითა და ხარისხით, სხვადასხვა სფეროსა და მიმართულების არტისტების, მელომანებისა თუ აქტივისტების გაერთიანებას მოიაზრებს. მულტიკულტურული პლატფორმის იდეა სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება და აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას: ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიისა და კლიმატის ცვლილებების შესახებ; ტექნოლოგიური განვითარება; გამოფენა-პერფორმანსები.

AFFENHAUS: LEVI LOVE DISCO

6 ოქტომბერს Affenhaus წარმოგიდგენთ ადგილობრივი ჰაუს/დისკო სცენის გამორჩეულ არტისტს, კოლექტივის Mzesumzira წევრს, ლოკალური მსმენელისთვის ერთ-ერთ საყვარელ დიჯეისა და ენერგიული სეტებით გამორჩეულ შემსრულებელს — LEVI LOVE DISCO.

KHIDI G2: KYOMA | TRIGGERS IN LEASH | VASSAGO

7 ოქტომბერს G2. ადგილობრივი სცენის წარმომადგენლებს უმასპინძლებს: დიჯეი, პროდიუსერი და ლეიბლებზე Diffuse Reality და Tsekhi ალბომების ავტორი VASSAGO; Electro/Breakbeat; Techno ჟღერადობაზე ორიენტირებული დიჯეი KYOMA და კლუბის ოჯახის წევრი TRIGGERS IN LEASH.

დაკარგული კავშირები

პარასკევს, 6 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების გალერეა „კუბი კონტექსტში“ სოფო შარაშიძის გამოფენა „დაკარგული კავშირები“ იხსნება. ავტორი მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი-ციტოლოგია. ფერწერა და ფოტოგრაფია მისი გატაცებაა, რომელსაც უკვე წლებია პროფესიასთან აერთიანებს და უძღვება პროექტს „უჯრედი“ — თავის მიკროსკოპში დანახული სამყაროს საზოგადოებისთვის საჩვენებლად…

თითოეული ნამუშევარი შინაგან სამყაროსთან კავშირის აღდგენას ეხება, რომელთან კონტაქტიც ძალიან დიდი ხნის წინ დავკარგეთ…

ბლოგი, როგორც ციფრული მრჩეველი – VELI.store

4 კითხვა, რომლებიც ლიდერებმა უნდა დასვან კომპანიაში პრობლემების გადასაჭრელად