in

#სადანროგორ გავერთოთ 8-10 დეკემბერს — ღონისძიებების კალენდარი

სამუშაო კვირის მიწურულს ყველა ჩვენგანს განსხვავებული მოლოდინი აქვს: ან მთელი შაბათ-კვირის საწოლში გატარება, ფილმების ყურება და წიგნების კითხვა; ანდაც დასვენების ნაცვლად, მეტად აქტიური გართობის არჩევა. ნებისმიერ შემთხვევაში, უქმე დღეები იმის საშუალებას გვაძლევს, სრულიად მოვდუნდეთ, მოვწყდეთ საქმეებს და სასიამოვნო ამბებში გადავეშვათ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

bog
bog-mob

Luna 997 live with Sabanadze and friends

8 დეკემბრის ღამეს მონოჰოლში LTFR-ის ივენთების სერიის ახალი ეტაპი იწყება. „ერთად დავიმუხტოთ და მოვემზადოთ მომავალი ქარიშხლებისთვის̀“.

სიმფონიური მუსიკის კონცერტი

2023 წლის 8 დეკემბერს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს. თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით შეასრულებს მორის რაველის სიმფონიურ ნაწარმოებებს – „ესპანური რაფსოდია“, „ვალსი“ და „კეთილშობილური და სენტიმენტალური ვალსები“, ხოლო პიანისტი თამარ ლიჩელი დაუკრავს ჯორჯ გერშვინის ცნობილ „ცისფერ რაფსოდიას“ ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის.

Stephan Bodzin — Powered By Mono Hall Tbilisi

9 დეკემბერს MONO HALL-ში თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სცენის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული გერმანელი პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი — STEPHAN BODZIN დაუკრავს.

STEPHAN BODZIN — „მელოდიური ადამიანი“, როგორც თავის თავს არტისტი უწოდებს, ბრემენელი მუსიკოსია. მისი შემოქმედება 2007 წლიდან იღებს სათავეს. უკვე ათეული წლებია, STEPHAN BODZIN მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს გავლენას ახდენს ელექტრონული მუსიკის სცენის ჩამოყალიბებაში.

9 დეკემბრის საღამოზე, STEPHAN BODZIN-ს მასპინძლობას, ლოკალური სცენის გამორჩეული არტისტები: Jino Dollini, BREATHDUB და Guri De Sal გაუწევენ.

KHIDI G2: NX1 | BECA TRONICA aka REKA | BODY PRESSURE aka PURITAN

9 დეკემბერს G2-ის სცენას დაიკავებს ბერლინში მოღვაწე დიჯეი და პროდიუსერი Reka პროექტით Beca Tronica. Beca Tronica-ს ფართო მუსიკალური სპექტრი სხვადასხვა ჟანრს მოიცავს: Post-Punk, New Wave, Funk, Electro, Italo Disco და სხვა. მას შეუერთდება დუო NX1, არტისტების Surit და Samot შემადგენლობით. ისინი არიან დამფუძნებლები NEXE Records-ის, რომელიც წარმოადგენს კავშირს მუსიკას, ვიზუალურ და გრაფიკულ ხელოვნებას შორის. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს კლუბის ადგილობრივი რეზიდენტი, ლეიბლის Murder TBS დამფუძნებელი Body Pressure იგივე Puritan.

INTERMISSIO — კოკა რამიშვილი

INTERMISSIO — იგივე შესვენება, გულისხმობს ერთი პროცესის დასრულებას, ახლის დაწყებას, რომელსაც სიცხადე შემოაქვს სამყაროს აღქმასა და დამოკიდებულებებში. ექსპოზიცია სხვადასხვა ფორმატის (ფაქტურული ინსტალაცია, ფოტოგრაფია, ფერწერა) კავშირით გადმოსცემს დასასრულის დრამატიზმს, რომელიც თანაარსებობს ახლის დაბადებასა და წყვდიადიდან ამოსულ ნათებასთან.

INTERMISSIO-ს კონცეფცია სიმბოლურად ებმის დედიკას გალერეის პროგრამულ ცვლილებას — ეს არის გამოფენების ციკლის დამასრულებელი პროექტი, რომლის შემდეგაც გალერეა დროებით აჩერებს საგამოფენო საქმიანობას და იწყებს მუშაობას სამომავლო რეფორმაზე.

ფეიუნიქარდი და Visa აქტიურ მომხმარებლებს iPhone 15-ს და სხვა საჩუქრებს გადასცემენ

„როცა ხარისხიან პროდუქციას აწარმოებ, აუცილებელია, გამოიყენო თანამედროვე პრეპარატები“, – ავთანდილ მარაქველიძე