in

#სადანროგორ გავერთოთ 8-10 სექტემბერს — ღონისძიებების კალენდარი

ალბათ, ბევრი თქვენგანი სულ ახლახან დაბრუნდა შვებულებიდან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი წლის ენერგიით აივსეთ… დასვენება, განტვირთვა და გონების საქმიდან გართობაზე გადატანა ყოველთვის ყველას გვჭირდება. ასე რომ, ტრადიციულ რუბრიკას ვაგრძელებთ და გირჩევთ, ამ უქმეებზე სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

eZo Festival Closing / Mzesumzira’s Birthday

8 სექტემბერს eZo Festival-ს ორმაგი დატვირთვა აქვს! სეზონის დახურვასთან ერთად, Mzesumzira-ს მეცხრე დაბადების დღეს აღნიშნავენ. როგორც თავად აღნიშნავენ ღონისძიების აღწერაში, სამზადისი ჩვეულზე ადრე დაიწყო, რასაც ფორიაქის მატებაც ახლავს თან.

eZo Stage-ზე MC Yallah & Debmaster-ისა და DIDUBE RECORDS-ის აქამდე უცნობი არტისტების Live-ებს მოისმენთ, შემდეგ კი მზესუმზირას რეზიდენტები, სხვა ქართველ არტისტებთან ერთად, B2B პერფორმანსებს შემოგვთავაზებენ. kOs mOs სცენაზე კი ვალენსიური კლუბის Club Oven-ის შოუქეისი დაგხვდებათ.

ჯაზი მწერლების ბარში

პარასკევობით მწერლების ბარში ჯაზის საღამოების მოწყობა უკვე ტრადიციად იქცა. გამონაკლისი არც 8 სექტემბერია და ამჯერად სტუმრებს რეზო კიკნაძე, ნიკა გაბაძე და ნოე გაბაშვილი უმასპინძლებენ.

KHIDI SEASON OPENING – PERSEPHONIC SIRENS NIGHT: ANCIENT METHODS I SECOND TENSION I NZM 99 I OTHR KHIDI

8 სექტემბერს, ახალი სეზონის გახსნის ღამეს, KHIDI წარმოგიდგენთ Ancient Methods-ის მიერ დაარსებული ლეიბლის Persephonic Sirens ღამეს.

შოუქეისზე KHIDI უმასპინძლებს ლეიბლის დამფუძნებელსა და კლუბის რეზიდენტს Ancient Methods, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა მსოფლიო ტექნო სცენაზე. მასთან ერთად დაუკრავს კლუბის რეზიდენტი და ადგილობრივი სცენის წამყვანი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი, ლეიბლის BITE ოჯახის წევრი OTHR. არტისტებთან ერთად, ლაივ შესრულებით წარდგებიან: Persephonic Sirens-ზე გამოცემული LP-ის Phryktoria ავტორი Second Tension და ფრანგი პროდიუსერი, ლეიბლის Tjalk Records დამფუძნებელი NƵM 99. მთავარ სცენას ასევე დაიკავებს ლეიბლის Persephonic Sirens ოჯახის წევრი, წარმატებული ახალგაზრდა ადგილობრივი პროდიუსერი Hecate Legacy G2.

რეზიდენტებთან ერთად, G2-ის სცენას გაიზიარებს კლუბის ოჯახის წევრი — ეკატერინა ზაიცევა, ელექტრო ჟღერადობაზე დაფუძნებული პროექტით Eklektra“.

ხოლო 9 სექტემბერს, G2, კლუბის რეზიდენტს, მულტიმედია არტისტს, ანდრო გოგიბედაშვილს იგივე Saphileaum უმასპინძლებს. ანდრო გახდა მეორე ქართველი, რომლის მუსიკალური ჩანაწერიც რადიო სიგნალის სახით კოსმოსში გაუშვეს, რითაც მან ისტორიაში წარუშლელი ადგილი დაიმკვიდრა. მასთან ერთად წარდგება Nasi, პროდიუსერი და მულტიინსტრუმენტალისტი. Nasi ჩართულია ალტერნატიულ და ექსპერიმენტულ ელექტრონულ მუსიკალურ პროექტებში, როგორებიცაა MokuMoku და Metastasis. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს DA+A.

საბინა ჰორნიგი / თამუნა ჭაბაშვილი — დაუცველობის საზღვრები

კუნსტჰალე თბილისი და გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ საბინა ჰორნიგის და თამუნა ჭაბაშვილის ერთობლივ გამოფენას „დაუცველობის საზღვრები“. „ეს უკანასკნელი იკვლევს მუდმივად ცვალებად სოციალურ და პოლიტიკურ პერსპექტივებს ხელოვნურად შექმნილ გარემოში და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზღვრების გავლენას და ფანჯარას, როგორც შუალედურ სივრცეს, რომელიც შლის ზღვარს საჯაროსა და კერძოს, ხილულსა და უხილავს შორის.

საბინა ჰორნიგის ინსტალაციები ცნობილია დამკვიდრებულ არქიტექტურულ იერარქიებთან დაპირისპირებით. ის დამთვალიერებელს სპეციფიკურ სივრცით გამოცდილებას სთავაზობს. გამჭვირვალე სიბრტყეებისა და ფანჯრიდან გადაღებული ხედების ოსტატური შერწყმით არტისტი ქმნის სხვადასხვა სივრცითი და დროითი რეალობის დაპირისპირებას. ეს გადამკვეთი ელემენტები შლიან საზღვრებს კოლექტიურ მეხსიერებასა და ინდივიდუალურ დაკვირვებას შორის.

თამუნა ჭაბაშვილის ინსტალაცია, სახელწოდებით „დაუცველობის საზღვრები“, რაც გამოფენის სათაურიც გახდა, გაჭიმულ თოკებზე გადაფენილ ფანჯრის ცხაურის ორნამენტიან ქსოვილებს წარმოადგენს. რბილი, გამჭვირვალე ქსოვილები დაუცველობის განცდას ქმნიან. იმის ნაცვლად, რომ უზრუნველყონ უსაფრთხოება თუ სიმყუდროვე, დელიკატური და დამყოლი ელემენტები რბილ ბადეს ხლართავენ საგამოფენო სივრცეში. ამავდროულად, თითოეული მათგანი ცდილობს თავი დაიმკვიდროს და საკუთარი ადგილი განსაზღვროს ამ კონტექსტში. აქ ეფემერულობა განგრძობადი მდგომარეობაა, რომელიც არასტაბილურობის და მოწყვლადობის გრძნობის ხარჯზე შემოქმედებითობასა და მოქნილობას აძლიერებს“, — ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

#ერთადგავიმარჯვებთ — ბორჯღალოსნები რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე

როგორ უნდა აირიდოთ თავიდან შვებულების შემდეგ ბევრი მუშაობა?