in

#სადანროგორ გავერთოთ 9-11 თებერვალს — ღონისძიებების კალენდარი

სამუშაო კვირის ბოლოც დადგა, რას იმას ნიშნავს, რომ საქმეების ნაცვლად, გართობაში უნდა გადავეშვათ თავით! ასე რომ, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

BOG
BOG

NiPS : Eko and Vinda Folio / Noah Fisher

9 თებერვალს კლუბ NiPS-ში Eko and Vinda Folio-ს ახალი ალბომის — „თავშეკავება“ პრეზენტაცია გაიმართება.

Eko and Vinda Folio ქართული პოსტ-პანკ დუოა, რომელიც ერეკლე დეისაძისა და თემო ეზუგბაიასგან შედგება. საღამოს ასევე შეუერთდება ქართველი დიჯეი და პროდიუსერი Noah Fisher, რომელიც თავისი მრავალმხრივი სელექციითა და საავტორო მუსიკით მსმენელს ყოველთვის საინტერესო შესრულებას სთავაზობს.

BAKUR BURDULI | ZAZA KHUTSISHVILI | LEVI LOVE DISCO • Love Bar

9 თებერვალს Love Bar-ის სცენას ქართველი არტისტები ბაკურ ბურდული და „ვაკის პარკის“ ყოფილი სოლისტი ზაზა ხუციშვილი დაიკავებენ. ცოცხალი მუსიკის შემდეგ Levi Love Disco დიჯეი სეტს დაუკრავს.

ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ — Mono Hall Tbilisi

9 თებერვალს ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ მორიგი თავბრუდამხვევი კონცერტით Mono Hall-ის სცენაზე ბრუნდება.

ბენდის წევრები არიან: ვანო თარხნიშვილი (ვოკალი), დავით გაბუნია (კომპოზიტორი, ვოკალი, გიტარა) შოთარი დარახველიძე (გიტარა), გიორგი გობეჯიშვილი (ბასი), ლევან მიქელაძე (კლავიში), ერეკლე ჭიჭინაძე (დრამი).

Maikeru @Konka

Retro / lofi / jazz 🎸🎤 Maikeru — მუსიკოსი ძმების, მიშა და გიგა ცინცაძეების წარმატებული პროექტია. შაბათს, 10 თებერვალს კი Konka 21:00 საათიდან მასპინძლობს მათ.

თბილისური საღამო at Wine Not? Bar and Kitchen

შაბათს გური და ნიკო Wine Not? Bar and Kitchen-ში დაუვიწყარ თბილისურ საღამოს მოაწყობენ. გური დაუკრავს გიტარაზე — ერთად იმღერებენ ქართულ საყვარელ სიმღერებს და დაატრიალებენ საუკეთესო განწყობას.

უკვე კვირას კი მუსიკალურ საღამოს თორნიკე გაგოშვილი და მარიამ მახაშვილი უმასპინძლებენ.

Voyager 1 დაკარგვის პირას — ზონდთან კავშირი კვლავ გამწყდარია

Microsoft AI მონაცემთა ბაზებს სოფელში მცხოვრები ქალების დახმარებით ქმნის