29
Aug
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 29 აგვისტო – 1 სექტემბერი

29 Aug 2019

აგვისტოს ბოლო დღეებიც მოახლოვდა და ზაფხულიც იწურება, თუმცა თბილისში უამრავი ღონისძიება მოიძებნება, რომ ეს სეზონი გავაცილოთ და ახალს მეტად განტვირთულები, მოტივირებულები შევხვდეთ. Marketer.ge ტრადიციულად გთავაზობთ, სად ან როგორ უნდა გაატაროთ დრო ამ კვირაში:

 

ჩხიკვთა ქორწილი

ჩხიკვთა ქორწილი“ უკვე 40 წელია, წარმატებით იდგმება და უდიდესი აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მხოლოდ საქართველოში, ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის ეს გახმაურებული მიუზიკლი სხვადასხვა წელს თითქმის 800-ჯერ ჩატარდა. 1 სექტემბერს კი ისევ შეგიძლიათ დაესწროთ წარმოდგენას “ბლექ სი არენაზე”. ბილეთების შეძენა ონლაინ ამ ბმულზე შეგიძლიათ.

Kvanchi b2b Mercurrio / Ninasupsa b2b Nachkebia / Dali

ცისკარის პლატფორმა შაბათის ფართი სერიას აგრძელებს. ზაფხულის ბოლო დღეს  (31 აგვისტოს) სცენას ხუთი ადგილობრივი არტისტი გაიყოფს. კარი 18:00-იდან გაიღება და ბილეთის საფასური 10 ლარი იქნება.

DRAMA bar | Turn The Machine On

“Turn The Machine On -ახალი სეზონის გახსნა, ახალი სუნთქვის დასაწყისი!” – დრამა ბარი 29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით სტუმრებს განსხვავებული სტილის მუსიკოსებით მასპინძლობს. დღეს, 29 აგვისტოს Tomas და Sevda  დაუკრავენ, 30 აგვისტოს Ceejay და Spacejam92, 31-ში კი Daniel Berhane/Levi Love Disco-ს მოსმენა შეგეძლებათ.

HOROOM: ■ HVL ■ KANCHELI

30 აგვისტოს HOROOM კლუბი ორ არტისტს, HVL და KANCHELI-ს მასპინძლობს. VL -ის მუსიკალური პალიტრა იმდენად მრავალფეროვანია, რომ როგორც სტუდიაში, ასევე საცეკვაო მოედანზე ის ყველანაირი კომპრომისის გარეშე ახერხებს მსმენელისთვის სიახლეების შეთავაზებას. HOROOM-ს საცეკვაო მოედანზე ასევე დაუკრავს ადგილობრივი სცენის გამორჩეული არტისტი KANCHELI, რომელიც თავის დიჯეი სეტებში როგორც დეტროიტის მემკვიდრეობას, ასევე ევროპული საცეკვაო მუსიკის ტრადიციებს ინახავს. ბილეთების შესაძენად BASSIANI-ს ოფიციალურ ვებგვერდს ეწვიეთ.

Horoom Nights #39

31 აგვისტოს ქვიარ ღამეების სერია HOROOM-ის სივრცეში გაიმართება. ონლაინ ბილეთის გამოწერა შეუძლიათ Horoom Nights-ის ვერიფიცირებულ სტუმრებს. ესტურმეთ თქვენს ანგარიშს

Kutaisi Sundayz • Dasavleli • Terika •

“Hiphop Sundayz სიხარულით ითვისებს კულტურული გზაჯვარედინის ფუნქციას, და ამ კვირა დღეს დასავლეთი მოიხმობს აღმოსავლეთს west meets east” – თერიკა და დასავლელი ივენთზე როგორ ძველ, ისე სრულიად ახალ ტრეკებსაც შესთავაზებენ მსმენელს. დედაენის ბარში 22:00-იდან გელოდებიან.

Season Opening Weekend With Powder

30 აგვისტოს მტკვარზე ახალი სეზონი იხსნება. შუაღამემდე კლუბში შესვლის საფასური 10 ლარი იქნება, შემდგომ კი – 30. ონლაინ ბილეთები კი 25 ლარად შეგიძლიათ ამ ბმულზე შეიძინოთ.

განხილვა