in

სად არის “სადარი”? – branding.ge-ს ნამუშევარი

ბრენდ სტრატეგიულმა სააგენტო branding.ge-მ მზესუმზირის ბრენდ “სადარის” პროექტზე იმუშავა – მოიფიქრა სახელდება და მისი კონცეფცია, ხოლო ბრენდინგისთვის მეგობრული, ფერადი ტონალობები შეარჩია, რომლებითაც, სადა, მხიარული და ქართული სტილის ვიზუალური შეხამება შექმნა. ასევე, შეიქმნა ანიმაცია, რომელზეც სტუდია Ping Pong Studio-მ იმუშავა.

“სადარი” კარგს, ტოლს, შესაბამისს აღნიშნავს. ამასთანავე, მოიცავს “დარს” რაც ქართულ ენაში მზიან, კარგ ამინდს გულისხმობს. სიტყვა ჟღერადობით თითქმის იდენტურია შეკითხვისა “სად არის?”, რაც ხშირად გაისმის ხოლმე მზესუმზირის მარცვლების მირთმევის პროცესში. სწორედ, ამ შინაარსით იტვირთება ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი ქართული მზესუმზირის ახალი ბრენდის იდეა. მისი ქართული ხასიათის წარმოსაჩენად შეფუთვის დიზაინისთვის დაიხატა ქართული ესთეტიკის ილუსტრაცია, რომელიც მზესუმზირის ყვავილის ირგვლივ ვითარდება და საინტერესო, პოზიტიურ ამბავს გვიყვება,” – ამბობენ branding.ge-ში.

კრედიტები:

სააგენტო: branding.ge
დამკვეთი: სადარი . Sadari
სახელის შემუშავება: Tata Jagiashvili
დიზაინ ჯგუფის მენეჯერი: Keti Chubinidze
არტ დირექტორი/დიზაინერი/ილუსტრატორი: Maka Chichinadze

ანიმაცია: Ping Pong Studio
მუსიკა: ნიკა ჩოხელი

Samsung-მა ლობიოს ფორმის უსადენო ყურსასმენი – Galaxy Buds Live ოფიციალურად წარადგინა