in

მამა, მადლობა ყოველი გავლილი მილისთვის – სადაზღვევო კომპანია Linear–ის საიუბილეო აქცია

სადაზღვევო კომპანია Linear–მა მომხმარებლებს შესთავაზა Facebook–ის გვერდზე მადლობა გადაეხადათ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ერთ–ერთმა ემოციურმა “სამადლობელო წერილმა” დაიმსახურა, რომელიც მომხმარებელმა სერენამ გააგზავნა. 

მშობლისთვის მადლობის გადასახდელად უამრავი მიზეზი არსებობს. მამა–შვილის ისტორია ბევრ თბილ და დასამახსოვრებელ მომენტებს მოიცავს. განსაკუთრებული მადლობა სერენამ მამას ყოველი მილისთვის გადაუხადა, რომელიც ერთად გაიარეს. დედის სამშობიაროში მიყვანიდან დაწყებული, მანქანის ტარების პირველი გაკვეთილით დამთავრებული. ყოველდღიურად ისინი ერთად უსაფრთხოდ გადიოდნენ გზას სკოლამდე, კარატეს წრემდე, კინომდე.

 

 

სადაზღვევო კომპანია Linear–ს 20 წელი შეუსრულდა. ამ ვიდეოს საშუალებით, ის მადლობას უხდის ერთგულ მომხმარებელს.

რეკლამაზე სააგენტო DLV BBDO–ს იტალიურმა წარმომადგენლობამ იმუშავა. 

Nike-მა სკეიტბორდერებისთვის ახალი ფეხსაცმელი Janoski Hyperfeel შექმნა

სტადიონი ციცაბო ფერდობზე და უჩვეულო ალპური ფეხბურთი Mercedes–ისგან