ფრანგულმა მუზეუმმა “Musée d’Orsay”-მ სარეკლამო ხრიკს “sex sells”-ს ლიტერატურული ფორმა მისცა და თავისი ახალი გამოფენისთვის Sade, Attacking the Sun-ზე ორგია მოაწყო.
52 წამიანი ეროტიკული ვიდეო. რეჟისორმა დევიდ ფრეიმონდმა შიშველი ადამიანებისგან ზღვა გააკეთა, რომლებიც მუსიკის რითმზე მოძრაობდნენ.
გამოფენა ფრანგ არისტოკრატ, მწერალს და რევოლუციონერს მარკიზ დე სადს მიუძღვნეს, რომელიც სექსის მიმართ განსაკუთრებული ლიბერალური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ვიდეოშიც ბოლო კადრი შიშველი ტანისგან სიტყვა SADE-ს ქმნის.