in

მომღერალი Sade დაბრუნდა

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, Sade ახალი სიმღერით დაბრუნდა. სინგლი სახელწოდებით “The Big Unknown“ სტუდია Sony Music UK-ში  ჩაწერა.

 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=H4H9T3iFfWg[/embedyt]

 

“The Big Unknown“ ბრიტანელი რეჟისორის სტივ მაქქუინის ფილმის “Widows“ საუნდტრეკია. სურათი, კინოგაქირავებაში, 2018 წლის ნოემბერში გამოვიდა.

ჰელენ ფოლაშადე ადუ, იგივე Sade ბრიტანელ – ნიგერიელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობია. კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო. სოლო თუ ბენდთან ერთად შესრულებული ჰიტების, განსახიერებული როლებისა და სხვადასხვა პრემიის მიღების შემდეგ, 2012 წლიდან, Sade-მ შემოქმედებითი ტაიმ-აუტი აიღო. 2018 წლის ნოემბერში კი მსმენელს ახალი სიმღერით დაუბრუნდა.

„ჯორჯიტა“ ადგილზე მიტანით – ახალი ონლაინ სუპერმარკეტი

„მაკდონალდსი“ საქართველოში ადგილზე მიტანის სერვისს იწყებს