in

საერთაშორისო განათლების გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის – ELL

 საგანმანათლებლო სააგენტო “ი ელ ელ“-ის ორგანიზებით, 25 მარტს, 11:00-18:00 საათამდე, ჩატარდება საერთაშორისო განათლების გამოფენა სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, სადაც შეგეძლებათ გაეცნოთ ინფორმაციას საზღვარგარეთ ტოპ უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა და საზაფხულო სკოლებში სწავლის შესახებ.

BOG
BOG

M: მოკლედ ავხსნათ, რატომ უნდა მივიღოთ გამოფენაში მონაწილეობა?

გამოფენაზე მონაწილეობა სასურველია მიიღოს ყველა დაინტერესებულ პირმა, ვინც აპირებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას. ისინი უშუალოდ მიიღებენ გამოფენაზე ამერიკული, ბრიტანული, ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებისგან ინფორმაციას სასწავლო პროგრამებზე, მიღების პირობებზე, დაფინანსების შესაძლებლობებზე, საცხოვრებელ პირობებზე და ა.შ

გამოფენა იქნება კომპლექსური ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის: საერთაშორისო საზაფხულო სკოლები 12-17 წლამდე მოზარდებისთვის; სასკოლო პროგრამები 14-18 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის ( GCSE, A Level, IB), წინასაბაკალავრო (Foundation, International Year One) საბაკალავრო, წინასამაგისტრო ( pre-masters, Graduate Diploma )  სამაგისტრო; ინგლისური ენის პროგრამები; პროფესიული სასერთიფიკატო მოკლე კურსები.

თითოეული უნივერსიტეტის, კოლეჯის და საზაფხულო სკოლის წარმომადგენელს გამოყოფილი ექნება საკუთარი მაგიდა სადაც  1–1ზე  შესაძლებელი იქნება  კანდიდატების უნივერისტეტების წარმომადგენლებთან  გასაუბრება მათთვის საინტერესო პროგრამებზე . აღსანიშნავია ისიც,  რომ  თუ რომელიმე დაინტერესებულ პირი ან მის მშობელი არ ფლობს ინგლისურ ენას სრულყოფილად ეს არ შეაფერხებთ მათ ინფორმაციის მიღებაში,  რადგან თითოეულ მაგიდასთან, თითოეული უნივერისტეტის  წარმომადგენელს ეყოლება თარჯიმანი, რაც უზრუნველყოფს შეუფერხებელ კომუნიკაციას.

დასწრება თავისუფალია.

M: თქვენ ახსენეთ  სასტიპენდიო პროგრამები. რა პროგრამებზე არის სტიპენდიების მოპოვება შესაძლებელი?

სასტიპენდიო პროგრამებიდან წამოდგენილი იქნება:

  • ნაწილობრივი სტიპენდიები ამერიკის (5,000-10,000დოლარი ), ბრიტანეთის (3,000ფუნტი ),
  • Brook House College ( Leicestershire, UK) და საგანმანათლებლო სააგენტო “ი ელ ელ” –ი 10-11 კლასის მოსწავლეებს სთავაზობს ორ 50%-იან სტიპენდიას A-Level ( 15,750ფუნტი ) ან Foundation  (17,175 ფუნტი )პროგრამასა და A-Level საფეხბურთო აკადემიის პროგრამაზე.

1 მარტიდან 31 მაისამდე ყველა  სტუდენტი რომელიც ი ელ ელ -ის საშუალებით გააგზავნის მითითებულ უნივერსიტეტებში აპლიკაციას და დააკმაყოფილებს აუცილებელ მოთხოვნებს ( IELTS UKVI 5.5 ) ი ელ ელ ი სთავაზობს ნაწილობრივ სტიპენდიებს  დიდ ბრიტანეთში:

University College Dublin– 6,980 ფუნტი; Lancaster University –6,990 ფუნტი; Keele University– 6,480 ფუნტი; University of Sheffield– 6,110 ფუნტი ;University of Sussex –5,550 ფუნტი ;University of Leicester –5,130 ფუნტი; Kingston University –4,010 ფუნტი; Coventry University London Campus 3,850 ფუნტი და ა.შ.

ლიტვის უმაღლეს სასწავლებლებში ქართველ სტუდენტებს საშუალება აქვთ მოიპოვონ ლიტვის სახელმწიფო ყოველთვიური სტიპენდია, რომელიც დაეხმარებათ საცხოვრებელი ხარჯების დაფარვაში.

აქვე გვინდა ავღნიშნოთ ი ელ ელ-ის 10-მდე სტუდენტმა უკვე მოიპოვა ნაწილობრივი სტიპენდიები დიდი ბრიტანეთის, ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტებში.

M: თუკი საერთაშორისო განათლების გამოფენის შემდეგ სტუდენტმა გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება  დიდ ბრიტანეთში ,ამერიკაში ან ევროპაში როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა გააკეთოს პირველ რიგში.

ვინც  გადაწყვეტს სწავლის  გაგრძელებას დიდ ბრიტანეთში , ამერიკაში ან ევროპაში პირველ რიგში უნდა მოგვმართოს ჩვენ,   ი ელ ელ –ის ოფისში, სადაც გაივლის გასაუბრებას,   შეავსებს საუნივერსიტეტო  აპლიკაციას  და წარმოადგენს  სათანადო დოკუმენტაციას რომელსაც ჩვენ  გავგზავნით  მის მიერ არჩეულ უნივერსიტეტში

იმ სტუდენტებისთვის რომლების ვერ აკმაყოფილებენ  უნივერისტეტის მიღების მოთხოვნებს   ი ელ ელ–ის ინგლისური ენის ცენტრის  მასწავლებლები  ამზადებენ მათ IELTS  -ის და  TOEFL -ის  გამოცდებისთვის ასევე ჩვენ  ვამზადებთ  წამსვლელ  მოსწავლეებს და სტუდენტებს  –  A- Level , GSCE – ის მათემატიკაში  GMAT და SAT-ის გამოცდებისათვის.

M: იქნებ უფრო დეტალურად გვითხრათ საზაფხულო სკოლების შესახებ?

საგანმანათლებლო სააგენტო “ი ელ ელ”-ი 9 დან 20 წლამდე მოსწავლეებს და სტუდენტებს სთავაზობს საზაფხულო სკოლებს შემდეგ ქვეყნებში დიდი ბრიტანეთი, ამერიკა: გერმანია, საფრანგეთი ესპანეთი, შვეიცარია, მალტა, კვიპროსი,  თურქეთი (ლონდონი, კემბრიჯი, ოქსფორდი, ბრაიტონი, მანჩესტერი, ლივერპული,  ნიუ -იორკი, ბოსტონი,  ლოს – ანჟელესი,    პარიზი, ნიცა,  ბერლინი, მიუნხენი, ჟენევა,  ბარსელონა, მადრიდი, ანტალია, ლეფკოზა და ა.შ.)

მოსწავლეებს  და სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა  გაატარონ  დაუვიწყარი ზაფხული, გაიუმჯობესონ  ენის ცოდნა ან ისწავლონ შემდეგ საზაფხულო პროგრამებზე:

– აკადემიური პროგრამები: ბიზნესი, მედიცინა, სამართალი, ხელოვნება, მეცნიერება
– ენას + ხელოვნება და დიზაინი: ფოტოგრაფია, ხატვა, დრამა…
– ენას + სპორტული აქტივობები : ფეხბურთი, რაგბი, ჩოგბურთი..
– Pre A-Level, Pre IB, Pre GCSE პროგრამები
– Oxbridge-ის მოსამზადებელი პროგრამა
– IELTS, Trinity, SAT კურსები
– ლიდერთა სკოლა/ კრიტიკული აზროვნება

საზაფხულო სკოლის სრული პაკეტი მოიცავს:
– ენის გაკვეთილებს დღის პირველ ნახევარში;
– ცხოვრებას, სამჯერად კვებას და სამედიცინო დაზღვევას;
– შემეცნებით , აკადემიურ, კულტურულ, სპორტულ გამაჯანსაღებელ და გასართობ პროგრამებს;
– სრულ და ნახევარ დღიანი ექსკურსიებს კვირის განმავლობაში;
– აეროპორტში დახვედრა-გაცილებას.

საზაფხულო სკოლაში სწავლის 1 კვირის საშუალო ფასები:
დიდი ბრიტანეთი : 600GBP-დან 1300 GBP-მდე
ამერიკა: 1200 USD-დან 1500 USD-მდე
გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, მალტა : 600 EUR-დან 1000 EUR-მდე
კვიპროსი: 250 USD -დან 
თურქეთი: 300 USD -დან 1000 USD-მდე

ფასები დამოკიდებულია სკოლის მდებარეობაზე და პროგრამის სპეციფიკაზე.
საზაფხულო სკოლაში გამზავრება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად, მინიმუმ 2 კვირით.

M: გვითხარით თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. სად შეიძება მოგმართონ დაინტერესებულმა პირებმა?

ვაჟა ფშაველას 30ა, მესამე სართული, ოფისი 12 და ჭავჭავაძის 42, მეორე სართული.

საკონტაქტო ტელეფონებია  2 39 92 46,   2 39 10 63,  599 50 40 12.

ვებ გვერდი www.ell.ge

https://www.facebook.com/ELLstudyabroad  

კანის ახალგაზრდული ფესტივალის ჟიური ცნობილია!

ჯენტლმენი მამაკაცისა და მოხერხებული ქალბატონის მაცდური ისტორია – FIAT–ის სახალისო ვიდეორგოლი