in

არ გაქვთ დასაწვავი ფული? – SafeAuto-ს რეკლამა

თუკი იმდენი ფული არ გაქვთ, რომ დასაწვავად გემეტებოდეთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში! ჩვენ მრავლად ვართ. უფრო ზუსტად, “დანარჩენ საზოგადოებას” სწორედ ჩვენ წარმოვადგენთ. მეტიც, იმდენი ვართ, რომ სამოქალაქო მოძრაობის ჩამოყალიბება ან ამბოხის მოწყობაც კი შეგვიძლია. და რას ეხება მთელი ეს აურზაური? სადაზღვევო კომპანიამ SafeAuto ეს კამპანია დაზღვევის მინიმალური პაკეტის პოპულარიზაციისთვის წამოიწყო. კამპანია ეძღვნება დაბალშემოსავლიან მძღოლებს, რომლებიც ხშირად ვერ ახერხებენ ძვირადღირებული სადაზღვევო პაკეტების შეძენას. SafeAuto-მ, სააგენტო Joan-თან ერთად, აჩვენა, სადამდე შეიძლება მივიდეს საზოგადოება, თუკი იდეას სამოქალაქო მოძრაობის სახე მიეცემა.

სავიზიტო ბარათები, რომლებიც წარწერების გარეშეც ყველაფერს ამბობენ

საბავშვო სიმღერები – კიბოს სიმპტომებზე საუბრისა და დროულად გამოვლენის ეფექტური ინსტრუმენტი