საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ განახლებული ვიზუალური იდენტობა აქვს, რომლის დიზაინზეც ციფრულ სააგენტო „სმარტ ვებში“ იზრუნეს. კლუბის მრავალწლიანი ისტორიიდან გამომდინარე, რებრენდინგზე მუშაობა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა იყო.
„სამუშაოების დასაწყისში გავეცანით სხვადასხვა ცნობილი კლუბის განახლებულ ლოგოებსა და თანამედროვე ტენდენციებს.
დამკვეთის მოთხოვნა იყო, რომ ვიზუალი მაქსიმალურად მსუბუქი და მარტივი ყოფილიყო და ამავდროულად, შეგვენარჩუნებინა კლუბის იდენტობაც — მტრედი, თუმცა განახლებული დიზაინით.
ლოგოზე მუშაობის პროცესში აქტიური, თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია გვქონდა დამკვეთთან და ვაწვდიდით ინფორმაციას მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.
გამომდინარე იქიდან, რომ კლუბები ლოგოებს ძალიან იშვიათად ცვლიან, ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ მშვენიერი შედეგი მივიღეთ“, — აღნიშნავს „სმარტ ვების“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რატი გველესიანი.
სააგენტოს დიზაინერის, ნიკოლოზ მოლოდინაშვილის თქმით, ამოცანას წარმოადგენდა თანამედროვე და განსხვავებული დიზაინის შექმნა, რაც როგორც საპასუხისმგებლო, ასევე სასიამოვნო პროცესი იყო.
სამუშაო პროცესში ჩამოყალიბდა არაერთი იდეა და სკეჩი, რომელთაგანაც ამოირჩა საუკეთესო ვარიანტი, რომელიც იდეალურად წარმოაჩენდა როგორც საფეხბურთო გუნდს, ასევე მათ ატრიბუტიკასაც მოუხდებოდა.
ციფრული სააგენტოს, „სმარტ ვები“-ის მომსახურება ბრენდინგის გარდა, ასევე მოიცავს საიტისა და აპლიკაციის დამზადებას, სოციალური მედიის მართვას, SEO ოპტიმიზაციას, GOOGLE ADS, ქოფირაითინგსა და ფოტო-ვიდეო გადაღებას.
გაეცანი სააგენტოს პორტფოლიოს Behance-ზე ან Dribbble-ზე.
წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ განაპირობა ის შედეგი, რომლითაც როგორც დამკვეთი, ასევე სააგენტოს შემოქმედებითი გუნდი კმაყოფილები დარჩნენ.
„„სამტრედიას“ ვულოცავთ ახალ ვიზუალურ იდენტობას და წარმატებებს ვუსურვებთ!“
[R]