2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ციებ-ცხელება დაწყებულია. მილიონობით გულშემატკივარი სულმოუთქმელად ელოდება ფავორიტი ნაკრების თამაშს. ფეხბურთი — ეს ხომ ის სპორტია, რომელიც მთელ მსოფლიოს აერთიანებს.
ამ ორომტრიალში ბაზარი ორბელიანიც ჩაერთო და ჩემპიონატისთვის გრანდიოზულად მოემზადა. ბაზარი ორბელიანზე მისულ გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ თბილისში ყველაზე დიდ, 15 მეტრიან ლედ მონიტორზე უყურონ მერვედფინალიდან ყველა თამაშს. დამატებით გელოდებათ FIFA 23 კონკურსი და ფინალის გრანდიოზული აღნიშვნა.
როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, სტუმრებს დახვდებათ უგემრიელესი საფეხბურთო კერძები და მრავალი შეთავაზება, რომ ფეხბურთის ქომაგებს საქართველოში ყველაზე სანახაობრივი და მასშტაბური ფეხბურთის ყურების გამოცდილება შესთავაზონ.
ჩვენებებისა და ღონისძიების მხარდამჭერია ჰეინეკენი და ზუმერი.
[R]