Bolt საქართველოში უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს და ამ დროის მანძილზე ქალაქში გადაადგილების კულტურას ცვლის. კომპანიისთვის მოსახერხებელი, სწრაფი და კომფორტული სერვისის მიწოდებასთან ერთად, მომხმარებლების უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია.
უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველსაყოფად, Bolt-ის აპლიკაციაში არაერთი ფუნქციაა გააქტიურებული. Bolt ქართულ ბაზარზე პირველი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მგზავრებსა და პარტნიორ მძღოლებს მგზავრობის დაზღვევას სთავაზობს – ყველა მგზავრობა „TBC დაზღვევაშია“ დაზღვეული.
სერვისის უსაფრთხოებისთვის, Bolt-ის პლატფორმის გამოყენებამდე, თითოეული მძღოლი ვერიფიკაციის პროცესს გადის და რეგულარულად მოწმდება. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ყველა დარეგისტრირებული ავტომობილი ტექნიკურად გამართული იყოს და მძღოლს საჭირო დოკუმენტები ჰქონდეს წარმოდგენილი.
აპლიკაციაში შეგიძლიათ იხილოთ ფუნქციები, რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიქმნა. მაგალითად, “სასწრაფო დახმარების ღილაკი”, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას სწრაფად დაუკავშირდეს ადგილობრივ სასწრაფო დახმარების გუნდს. ამ გზით მყისიერად ზიარდება მგზავრის ზუსტი ლოკაცია და მანქანის დეტალები.
ასევე, მგზავრობის გაზიარების ფუნქციით შესაძლებელია მგზავრობის დეტალების მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის გაზიარება, ლაივ რეჟიმში.
სერვისის უსაფრთხოებისა და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად კომპანია მუდმივად მუშაობს, რომ აპლიკაციას ახალი ფუნქციონალები შემატოს.
გადმოწერეთ Bolt-ის აპლიკაცია, შეუკვეთეთ მგზავრობა და გადაადგილდით მშვიდად და კომფორტულად!
[R]













