in

გაყევი უსაფრთხო გზას

BOG

ეს რგოლები არალეგალური მიგრაციის აღკვეთისა და რეინტეგრაციის პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დამზადდა.
კამპანიის მიზანი არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და რისკებზე სამიზნე ჯგუფების წევრების ინფორმირებაა. ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობებზე და ამისთვის საჭირო პროცედურების შესახებ მათთვის ინფორმაციის მიწოდება.
კამპანია ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის ფარგლებში“ და მას საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა ახორციელებს. პროექტის მიზანია: ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა, არალეგალური მიგრაციის აღკვეთა და დაბრუნებისა და რეინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამების წახალისება. პროექტს აქვს 3 ძირითადი მიმართულება:

  1.  შესაძლებლობათა ზრდა – დაბრუნების და რეადმისიის მართვის
  2. რეინტეგრაციის სფეროში ინდივიდუალური დახმარება – ქართველი დაბრუნებული მიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური დახმარება;
  3. საინფორმაციო კამპანია – ევროპის მიმართულებით ლეგალური მიგრაციისა და რეინტეგრაციის პროგრამების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება საქართველოს მოქალაქეებისათვის, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ – ამბობს „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი გიგა ხარებავა.

კლიპების პერსონაჟები განზოგადებით ქმნიან იმ ადამიანთა სახეებს, რომლებიც მიზანმიმართულად ან არაინფორმირებულობის გამო არალეგალის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. საკუთარ ისტორიას აქ ერთი ადამიანი სხვადასხვა ხმით ჰყვება. ვიდეო რგოლები სტუდია „მენთეშ პროდაქშენ”–ში  დამზადდა.
პროდიუსერი ავთანდილ გასვიანი თვლის, რომ სათქმელი ერთის სახით და ბევრი ადამიანის ენით გადმოსცეს. „ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ეს კონკრეტული პრობლემა რაც, რგოლის მიხედვით ერთ ადამიანს შეემთხვა, სინამდვილეში ბევრს გადახდენია, ბევრი საუბრობს ამაზე. შეიძლებოდა რაიმე სცენარი მოგვეფიქრებინა, თუმცა, როცა გაქვს კონკრეტული მაგალითი, უფრო „მუშაობს“.
giga_xarebavaეს პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას. ისეთი სოციალური ფენა მოიცვა, ჯობია პირდაპირ აჩვენო მათ საკუთარი თავი და კონკრეტულად უამბო სათქმელი. ფსონი სწორედ ამაზე გავაკეთეთ. ეს ადამიანები კონკრეტულ პრობლემაშიწარმოგვეჩინა- აგვესახა ქართული რეალობა. ზოგადად, სარეკამო რგოლი ყოველთვის მიუთითებს რაიმე ტიპის ქცევაზე, მაგრამ პრობლემის პირდაპირი კომუნიკაციის სახით წინ წამოწევა კიდევ უფრო მეტად.“_ამბობს ავთანდილ გასვიანი.
გაყევი უსაფრთხო გზას“ – ეს კამპანიის მთავარი სათქმელია.
„ერთი კამპანია არალეგალური მიგრაციის პროცესს ვერ შეაჩერებს, მაგრამ იმედი გვაქვს ის, ვინც ფიქრობს საზღვარგარეთ სამუშოად წასვლაზე მეტად დაფიქრდება, ვიდრე ამ ნაბიჯს გადადგამს მეტს გაიგებს შესაძლო საფრთხეებზე და შეძლებს მათი მინიმიზაციისთვის საჭირო ზომების მიღებას. კამპანია ორიენტრირებულია იმის ახსნაზე, თუ რითია საფრთხის შემცველი არალეგალური მიგრაცია და რა არის მისი ალტერნატივა“- ამბობს გიგა ხარებავა.

 

ასტონ მარტინმა ასე აღნიშნა დაბადების დღე

ბიზნეს მარათონი „20 = 200“