in

საფეხბურთო კლუბები ფან-მაღაზიებში რეკორდული რაოდენობის სახის ნიღბებს ჰყიდიან

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საფეხბურთო კლუბები აქტიურად ჩაერთნენ, უამრავი მოწოდების, კამპანიისა და სოციალური მედიის კამპანიის გარდა, კლუბებმა საკუთარი ბრენდირებული სახის დამცავი ნიღბების წარმოებაც დაიწყეს. ცხადია, უდიდესი ინტერესისა და მოთხოვნის ფონზე აღნიშნულმა ნაწარმმა მალევე გადაინაცვლა კომერციულ სივრცეში და დღეს, უკვე თითქმის ყველა დიდი საფეხბურთო ლიგის წარმომადგენელი ფან-მაღაზიაში საკუთარ ბრენდირებულ ნიღბებს ჰყიდის. მოთხოვნა იმდენად მაღალია, ტოპკლუბები დიდი თანხების აკუმულირებას ახერხებენ.

ევროპულ ბაზარზე ყველაზე ძვირადღირებულ ნიღბებს საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ აწარმოებს, კატალონიელების ფან მაღაზიაში აღნიშნულ პროდუქციას 18 ევროდ შეიძენთ (საცალო ფასი). ყველაზე იაფიან პროდუქტს კი გერმანული „ბუნდესლიგის“ წარმომადგენლები – ლევერკუზენის „ბაიერი“ და მიონხენგლადბახის „ბორუსია“ აწარმოებენ. მათი ნიღბების ფასი, სულ რაღაც, 2.99 ევროა.

გარდა საცალო შეთავაზებებისა, ინგლისში, მაგალითად, კლუბები კომბინირებულ ვარიანტებსაც ამუშავებენ. მანჩესტერ „სიტის“, „ასტონ-ვილასა“ და „ევერტონის“ გულშემატკივრები საყვარელი კლუბის ბრენდირებულ 3 ნიღაბს 19 ევროდ შეიძენენ.გარდა ამისა, კოლექციონერთა დიდ საფეხბურთო გაერთიანებას კიდევ ერთი ხაზი დაემატა. ევროპაში აქტიურად გამოჩდნენ გულშემატკივრები, რომლებიც სხვადასხვა კლუბის ბრენდირებულ სახის ნიღბებს აგროვებენ. გამოჩნდა პლატფორმები, ჯგუფები, საიტები, სადაც ხდება ნიღბების მიმოცვლა, ვაჭრობა და მსგავსი სახის ოპერაციები.

ბრენდირებულ სახის ნიღბებს ჩვენი ეროვნული საფეხბურთო ნაკრები და ეროვნული ლიგის კლუბებიც იყენებენ, თუმცა სავაჭრო დახლებზე გასაყიდად აღნიშნული პროდუქცია ჯერ არცერთ მათგანს არ გამოუტანია. ეროვნული ნაკრების ნიღბები კომპანია “spillow-მ” დაამზადა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Spilow (@spilowkids)

გთავაზობთ ევროპული საფეხბურთო კლუბების სახის ნიღბების ფასებს :

საფეხბურთო კლუბი ლიგა ღირებულება
Aston Villa Premier League 19 ევრო (3 ნიღაბი)
Everton Premier League 19 ევრო (3 ნიღაბი)
Manchester City Premier League 19 ევრო (3 ნიღაბი )
FC Barcelona LaLiga Santander 18 ევრო
Alavés LaLiga Santander 15 ევრო
Roma Serie A 15 ევრო
PSG Ligue 1 15 ევრო
Hoffenheim Bundesliga 12.95 ევრო
Osasuna LaLiga Santander 12.95 ევრო
Eintracht Fráncfort Bundesliga 12.95 ევრო
Amiens Ligue 1 12 ევრო
Atlético Madrid LaLiga Santander 11.95 ევრო
Bournemouth Premier League 11.23 ევრო
Sampdoria Serie A 10 ევრო
Sevilla LaLiga Santander 9.90 ევრო
Espanyol LaLiga Santander 9.50 ევრო
Torino Serie A 9 ევრო
Bayern Múnich Bundesliga 8.95 ევრო
Bologna Serie A 8 ევრო
Augsburg Bundesliga 7.95 ევრო
Liverpool Premier League 7.80 ევრო
Monaco Ligue 1 7 ევრო
Tottenham Premier League 7 ევრო
Werder Bremen Bundesliga 6.95 ევრო
Mainz Bundesliga 6.95 ევრო
Cologne Bundesliga 6.95 ევრო
Fortuna Düsseldorf Bundesliga 6.95 ევრო
Union Berlín Bundesliga 6.95 ევრო
Inter Milan Italia 6.90 ევრო
Juventus Italia 6.90 ევრო
Milan Italia 6.90 ევრო
Getafe LaLiga Santander 6 ევრო
Lille Ligue 1 6 ევრო
Montpellier Ligue 1 6 ევრო
Nantes Ligue 1 6 ევრო
West Ham Premier League 6 ევრო
Schalke 04 Bundesliga 5.95 ევრო
Strasbourg Premier League 5.90 ევრო
Genoa Serie A 5.50 ევრო (2 ნიღაბი)
Dijon Ligue 1 5 ევრო
Real Sociedad LaLiga Santander 4.99 ევრო
Hertha Berlín Bundesliga 4.95 ევრო
Friburg Bundesliga 4.95 ევრო
Wolfsburg Bundesliga 4,95 ევრო
Saint-Etienne Ligue 1 4.90 ევრო
Olympique de Lyon Ligue 1 4.74 ევრო
Betis LaLiga Santander 3.99 ევრო
Bayer Leverkusen Bundesliga 2.99 ევრო
Borussia Mönchengladbach Bundesliga 2.99 ევრო

 

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საჰაერო ფოტოები

„ასკანელის“ ახალი სიცოცხლე – კომპანიის რებრენდინგზე სააგენტო „ვინდფორსმა“ იმუშავა