in

საფონდო ბირჟების ანალიზი — ონლაინ ვებინარი ნიკოლოზ მაზანაშვილთან

სამშაბათს, 16 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება Investhub-ის ონლაინ ვებინარი — „საფონდო ბირჟების ანალიზი — როგორ შევაფასოთ კონკრეტული აქციები“, სადაც გალტ & თაგარტის გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი — ნიკოლოზ მაზანაშვილი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

  • ინვესტირების „Top-Down“ და „Bottom-Up“ სტილების შედარება.
  • მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ინვესტირებისას უნდა გავითვალისწინოთ.
  • კონკრეტული სექტორებისა და აქციების ჯგუფების შერჩევა.
  • კონკრეტული კომპანიების აქციების ანალიზი: 1. შემოსავლებისა და მოგების ანალიზი 2. ინდიკატორების ანალიზი 3. ფინანსურ სიახლეებსა და კვარტალურ შედეგებზე დაკვირვება

ონლაინ ვებინარზე დასწრება უფასოა; ხანგრძლივობა — 1სთ. 30წთ. დასასწრებად აუცილებელია, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

რეგისტრაცია შეწყდება 16 ივლისს, 18:00 საათზე.

სამშაბათს, 16 ივლისს, ონლაინ ვებინარის დაწყებამდე 2 საათით ადრე, თქვენ მიერ მითითებულ ელფოსტაზე მიიღებთ Zoom-ის შეხვედრის ბმულს.

თაუერ ჯგუფისა და ალფა არქიტექტურას ახალი კოლაბორაცია — პიაცა რეზიდენსი 

2026 წელს „შრეკის“ მეხუთე ნაწილი გამოვა