in

საფონდო ბირჟების ანალიზი — ონლაინ ვებინარი ნიკოლოზ მაზანაშვილთან

ორშაბათს, 12 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება Investhub-ის ონლაინ ვებინარი — „საფონდო ბირჟების ანალიზი — როგორ შევაფასოთ კონკრეტული აქციები“, სადაც G&T-ის ასოცირებული ბროკერი — ნიკოლოზ მაზანაშვილი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

  • ინვესტირების “Top-Down” და “Bottom-Up“ სტილების შედარება.
  • მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ინვესტირებისას უნდა გავითვალისწინოთ.
  • კონკრეტული სექტორებისა და აქციების ჯგუფების შერჩევა.
  • კონკრეტული კომპანიების აქციების ანალიზი: 1. შემოსავლებისა და მოგების ანალიზი 2. ინდიკატორების ანალიზი 3. ფინანსურ სიახლეებსა და კვარტალურ შედეგებზე დაკვირვება

ონლაინ ვებინარზე დასწრება უფასოა, ხანგრძლივობა — 1სთ. 30წთ. დასასწრებად აუცილებელია, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

ორშაბათს, 12 ივნისს, ონლაინ ვებინარის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, თქვენ მიერ მითითებულ ელფოსტაზე მიიღებთ Zoom-ის შეხვედრის ბმულს.

10 ივნისს მთაწმინდის პარკში თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება

3D სამკურნალო კალმით ჭრილობა 12 დღეში შეხორცდა