in

საფრანგეთმა უკრაინელი ხელოვანებისთვის 1 მილიონი ევრო გამოყო

საფრანგეთმა გადაწყვიტა, დაეხმაროს უკრაინელ არტისტებს, რომლებიც რუსეთის შეჭრის შემდეგ დევნილებად იქცნენ და ამისთვის 1 მილიონი ევრო გამოყო.

BOG
BOG

გარდა ამისა, ის გახსნის ფონდს „დისიდენტი“ რუსი არტისტებისთვის, რომლებიც ქვეყნიდან გარბიან ხელისუფლების მიერ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო.

BBC-ის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ სამ მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა სახლი. ევროკავშირმა (EU) დააწესა ახალი რეგულაცია, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ლტოლვილს დარჩეს და იმუშაოს ნებისმიერ ქვეყანაში სამ წლამდე.

თანხიდან 750 000 ევრო გადაეცემა სასწრაფო სატელეფონო სამსახურს, რომელიც მუშაობს როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში. ის განხორციელდება ემიგრაციაში მყოფ ხელოვანთა სააგენტოსთან პარტნიორობით და დახმარებას გაუწევს მათ კავშირის დამყარებაში სტუდიების სივრცეებთან.

თანხის დარჩენილი ნაწილი კი მოხმარდება უკრაინელ ხელოვნების სტუდენტებს სწავლის გასაგრძელებლად ფრანგულ კოლეჯებსა და კულტურულ ორგანიზაციებში.

საფრანგეთის კულტურის მინისტრმა როზელინ ბაშელოტ-ნარკინმა თქვა, რომ უკრაინელ ხელოვანებს მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა მათ გააგრძელონ თავიანთი შემოქმედებითი საქმიანობა საფრანგეთში.

„ეს დამატებითი მხარდაჭერა გამოვლინდება კვლევითი გრანტებისა და მხატვრული პროექტების დაფინანსების სახით, ასევე ის გადაეცემათ გამოფენების ორგანიზებისთვის“, – დასძინა მან.

NFT-ის მეტავერსის შესაქმნელად, Yuga Labs-მა $450 მილიონი შეაგროვა

ინფორმაცია მატერიის მეხუთე მდგომარეობაა — კვლევა