in

საფრანგეთის არმიამ რობოძაღლი Spot სამხედრო სიმულაციების დროს გამოსცადა

კვლევაში სხვა რობოტებიც გამოიყენეს – Nexter ULTRO და Shark Robotics Barakuda

veon
veon

Boston Dynamics-ის პოპულარული რობოძაღლი Spot საფრანგეთის არმიის მწვრთნელებთან ერთად ბრძოლის ველზე მოხვდა, მთელი რიგი სავარჯიშოებისა და სიმულაციების დროს.  ეს იმის კვლევას ემსახურება, თუ როგორ შეუძლიათ შეუიარაღებელ რობოტებს ადამიანების გვერდით ბრძოლა.

ტექნოლოგიის ორ დღიანი გამოცდის დროს სამხედრო სამსახურები Spot-ს სხვადასხვა სადაზვერვო ამოცანებისთვის იყენებდნენ. როგორც ჩანს, რობოძაღლი დაზვერვას და სახმელეთო ჯარების მხარდაჭერას საკმაოდ კარგად ართმევს თავს. თუმცა ერთ-ერთი მისიის დროს მისი ელემენტი დაჯდა და ბრძოლის ველიდან გაყვანა იქნა საჭირო.

École Militaire Interarmes-ის მიერ ორგანიზებულ პროექტის ფარგლებში ოთხმა სტუდენტმა ეს კვლევითი სავარჯიშო სამი სცენარით გამოიყენა: შეტევითი მოქმედება, თავდაცვითი მოქმედება დღისით და ღამით, და ურბანული ბრძოლა. თანაც, Spot-ის გარდა სხვა რობოტებიც გამოიყენეს – Nexter ULTRO და Shark Robotics Barakuda.

ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევაა, როდესაც ჯარისკაცები რობოტებს საბრძოლო წვრთნებში იყენებენ. Google-მა Boston Dynamics 2013 წელს შეიძინა და მართალია, რობოტების სამხედრო გამოყენების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაგრამ კომპანიამ. სავარაუდოდ, სამხედრო დაფინანსება მოიპოვა.

გარდა ამისა, ჩინეთში დაფუძნებული კომპანია Unitree Robotics მზად არის ბრძოლაში ჩასართველად… როგორც ჩანს, სულ მალე გონებრივ თუ ფიზიკურ დაპირისპირებაში რობოტები ადამიანების გვერდით დაიკავებენ ადგილს.

“გუმბათი რეზიდენსი” – საინვესტიციო აპარტამენტები კვარიათში “გუმბათი ჯგუფისგან”

გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის – HBR