საფრანგეთში გადაწყვიტეს, ადამიანებისთვის, მანქანიდან ველოსიპედზე გადასავლელად, ფულადი სტიმული მიეცათ. ქვეყანა უფრო მდგრადი ტრანსპორტირების განვითარებისთვის მოსახლეობა 2500 ევროს ($2 975) სთავაზობს, რათა ძველი ემისიის მანქანების ნაცვლად ელექტრო ველოსიპედები შეიძინონ.
კვირის დასაწყისში საფრანგეთის დეპუტატებმა წინასწარი კენჭისყრით დაამტკიცეს პროექტი. საფრანგეთის ველოსიპედის მომხმარებელთა ფედერაცია ირწმუნება, რომ თუ საფრანგეთი ამ გეგმას განახორციელებს, ის იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ძველი მანქანების ელექტრო ველოსიპედებით ჩანაცვლებისთვის ფულს გადაიხდის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სქემები სხვა ქვეყნებშიც არსებობს. მაგალითად, ფინეთშიც არსებობს ელექტრო ველოსიპედებსა და დაბალი ემისიის მქონე მანქანებზე ფასდაკლება. გასულ წელს კი ლიტვაში, გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტომ (APVA), შეიმუშავა გეგმა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა ძველი მანქანების სანაცვლოდ 1000 ევროს იღებდა.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ და რატომ მივიდა საფრანგეთი ამ გადაწყვეტილებამდე. თუმცა სავარაუდოდა, ამაზე დიდი გავლენა იქონია ჰაერის დაბინძურების დონემ.













