in

ნახეთ: საფრანგეთის მარილის მინდვრების გასაოცარი ფოტოები

წყლის ამგვარ შეფერილობას ე. წ. “Dunaliella salina” განაპირობებს

ფოტოგრაფი პაოლო პეტიჯანი თავისი ინფრაწითელი გამოსახულებებითაა ცნობილი, მაგრამ ფოტოსურათების ახალ სერიაში მას სპეციალური ლინზები არ სჭირდებოდა. ვარდისფერი შეფერილობის მდინარე სრულიად ბუნებრივია – წყლის ამგვარ ვიზუალს ე. წ. “Dunaliella salina” განაპირობებს.

BOG
BOG

ეს მიკრო წყალმცენარეები უხვადაა მარილის მინდვრებში, რაც საკმაოდ სიურრეალისტურ ატმოსფეროს ქმნის. იტალიელმა ფოტოგრაფმა ვარდისფერ მდინარესა და მწვანე წყალმცენარეებს შორის არსებული ძლიერი კონტრასტი კი საკუთარი შემოქმედებისთვის გამოიყენა. საფრანგეთის ეს გარემო ზუსტად ემთხვევა პაოლოს ფოტოგრაფიულ პროექტებს, გეომეტრიის, მინიმალისტური სივრცისა და ფერების თვალსაზრისით.

“Dunaliella salina ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ბუნებრივ გარემოს ჩემი შემოქმედების შთაგონება… წყლისა და ქვიშის ხაზების გეომეტრია და მინიმალიზმი, ზღვის მცენარეების ბუნებრივ ელემენტებთან ერთად” – აღნიშნავს ფოტოგრაფი. პაოლოს თქმით, მისი მთავარი მიზანი ადამიანებში ემოციების გაღვივებაა – რომ ბუნება რაღაც საოცრებაა…

“რა არის ეს? მეცნიერების სასწაული თუ ვიზუალური მშვენიერება?”

„აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე ბრძოლისთვის ემზადება

მაკო ბერგმანისა და ნატალია ქურხულის შთაბეჭდილებები Miami Ad School Tbilisi-ზე და ანონსი ახალი ნაკადის მიღებაზე