in

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები გადაშენების პირას მყოფი სახეობების ფორმებში

ბოლო წლებში, კანადის დაუნის სინდრომის საზოგადოებამ (CDSS), FCB-სთან ერთად შექმნა ძალიან ეფექტური, ჯილდოს მფლობელი კამპანიები იმისთვის, რომ საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ ემპათია და ცნობიერების ამაღლება გამოეწვია. მაგალითად, შარშან ვისწავლეთ, რომ მშობელს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დაბადების გამო, „ბოდიში“ არ უნდა მოუხადო.

BOG

დღეს, CDSS-ის ახალ კამპანიაში, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს პოლარული დათვების, ლომების, პანდებისა და მარტორქების – გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ფორმები აცვიათ იმისთვის, რომ ნათლად დაგვანახონ, რამდენად სახიფათო მდგომარეობაში არიან.

გვინდოდა, გვეჩვენებინა ამ ადამიანების ნამდვილი სახე. ისეთები, როგორებიც რეალურად არიან: მხიარულები, გულწრფელები. თუმცა, ისიც გვეთქვა, რომ ისინი დიდი გამოწვევების წინაშე დგანან“, – ჯეფ ჰილტსი, FCB

ცხოველები, რომლებიც გადაშენების პირას მყოფთა სიაში ხვდებიან, დამატებით, გაძლიერებულ დაცვასა და ყურადღებას იღებენ. ასევეა საჭირო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შემთხვევაშიც, რომელთა რიცხვიც მცირდება.

„დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდებიან, ვიდრე უმეტესობა ჩვენგანი. შესაბამისად, მათ იმაზე მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ, ვიდრე ახლა იღებენ“, – ამბობს CDSS-ის თავმჯდომარე, ლაურა ლაშანსი. „მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დაფინანსებული პროგრამები მათი განათლებისთვის, უმუშევრობის დონის შემცირებისთვის, სათანადო საცხოვრებლებისთვის, ასევე, მუშაობენ საზოგადოებრივი აღქმების ფორმირებასა და სტიგმების წინააღმდეგ, დაუნის სინდრომის მქომნე ადამიანების პრობლემები არ მცირდება. პირიქით, იზრდება“.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდაჭერა შესაძლებელია ონლაინ პეტიციის საშუალებით: „ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) კრიტერიუმების მიხედვით, დაუნის სინდრომის მქონე საზოგადოება ხვდება საფრთხის ქვეშ მყოფთა სიაში, მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ, ვიყოთ პირველი ადამიანები, რომლებიც საფრთხის ქვეშ მყოფთა სიაში მოხვდებიან. სოციალურ მედიაში გაზიარებით, შენ ხელს აწერ პეტიციას, რაც ნიშნავს, რომ IUCN-ს დაარწმუნებ, რომ დახმარება ნამდვილად გვჭირდება“, – ვკითხულობთ endangeredsyndrome.com-ზე.

განკითხვის დღე

კახეთში გლეხმა ზომბები მოიშინაურა