in

საგანმანათლებლო ტრეინინგები მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის

ღვინო „თამადა“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სოციალური პროექტით „ 8,000 წელი გემოს ისტორიიდან“ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საგანმანათლებლო ტრეინინგებზე დასწრების საშუალებას აძლევს. იდეის ავტორი “ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია „ GWS “_ ის ბრენდ მენეჯერი, ნატა კანდელაკია. MARKETER-ი პროექტის შესახებ სწორედ მას ესაუბრა.

tamada1M: ღვინო “თამადა” საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად ახალ სოციალურ პროექტს გეგმავს. რას გულისხმობს ეს წამოწყება?

2014 წლიდან ღვინო „თამადა“ და კომპანია GWS საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორია.

ჩვენი ერთობლივი სოციალური პროგრამა გულისხმობს სოციალურად დაუცველ და მზრუნველობა მოკლებული ბავშვების ჩართვას მუზეუმის საგანმანათლებლო სასწავლო პროცესში.

M: ვინ არის იდეის ავტორი?

იდეა მე მეკუთვნის, რომლის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის ეროვნულ მუზეუმს დიდ მადლობას ვუხდი კომპანიის სახელით.

tamadaM: რას მოიცავს მზრუნველობა მოკლებული ბავშვების ჩართვა მუზეუმის საგანმანათლებლო სასწავლო პროცესში?

ტრეინინგების კურსს, რომელიც შედგება სხვადასხვა თემისგან. მათ შორის: ისტორია, კულტურა, ხელოვნება, მხატვრობა და ა.შ. ამ ეტაპზე სასწავლო პროგრამაში მონაწილებას მიიღებს 30 ბავშვი. პირველ ეტაპზე გვექნება სწავლების სამკვირიანი პროგრამა. ლექცია მუზეუმის ტერიტორიაზე, კვირაში ორჯერ ჩატარდება.

ყოველი კურსის ბოლოს, ბავშვები ჩვენი ღვინის საწარმოს ეწვევიან, რომელიც მდებარეობს კახეთში. ჩვენი მთავარი მეღვინე მათ ღვინის დამზადების ტექნოლოგიას გაუზიარებს.

პირველი ლექცია ჩატარდა 27 ოქტომბერს, ოკუპაციის მუზეუმში. ლექციას კითხულობდა ბატონი ბესიკ ლორთქიფანიძე. მე დავესწარი ლექციას და მიხარია რომ საკმაოდ დიდი ჩართულობა დავინახე ბავშვების მხრიდან.

M: რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ბავშვები ?

ეს ბავშვები არიან როგორც მცირე საოჯახო სახლებიდან, ასევე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომლებიც დაინტერესებული არიან მსგავსი ლექციებით.

როცა მათ აღმზრდელებს გავესაუბრე, ვუთხარი რომ არჩევანი შეჩერებულიყო იმ ბავშვებზე, რომელთაც აინტერესებთ და სურვილი აქვთ გაიარონ მსგავსი ტრეინინგები. ასაკი შეირჩა თემების მიხედვით, 14 წლიდან 20 წლამდე. ასევე, ვფიქრობ, შეიძლება მსგავსი ტრეინინგები მათ გადაწყვეტილების მიღებაშიც დაეხმაროს, რადგან ეს ის ასაკია, როდესაც ადამიანი ფიქრობს გააკეთოს პროფესიის არჩევანი.

 

tamada2M: მსგავსი პროექტი პირველად ტარდება?

შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი მასშტაბებით პირველად ვატარებთ და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ერთჯერადი აქტივობა, აუცილებლად გაგრძელდება და უფრო მრავალფეროვანი იქნება მომავალ წელს. ეს არის გრძელვადიანი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი. შესაბამისად, პროექტი გრძელდება და შედგება ახალი ჯგუფები.

M: რა შედეგებს ელით ამ წამოწყებისგან?

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ თუნდაც ერთი ბავშვისთვის მაინც აღმოჩნდეს ეს პროგრამა წარმატების მომტანი. ვფიქრობ, მათ წინ დიდი მომავალი აქვთ. ჩვენ და ღვინო „თამადა“ ყოველთვის მათ გვერდზე ვიქნებით.

 

 

WELCOME TO GEORGIA! NATIONAL TOURISM AWARDS

And More . . . – „ ჩვენთვის ეს უფრო ხელოვნებაა, ვიდრე ბიზნესი“