2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 826.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.2 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტი 238.8 მლნ აშშ დოლარს (7.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 588.0 მლნ აშშ დოლარს (1.1 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარში 349.2 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 158.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
წყარო: commersant