in

ასტრონომებმა ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე შავ ხვრელს ფოტო გადაუღეს — ისტორიაში პირველად

მშვილდოსანი A* — ასე ჰქვია ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე სუპერმასიურ შავ ხვრელს. ახლა კი, ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა, მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის (EHT) მეშვეობით, მისი გამოსახულების დაფიქსირება შეძლეს. 

M2
M2

ირმის ნახტომის გალაქტიკაში ყველაფერი მშვილდოსან A*-ს გარშემო ტრიალებს. მისი მასა ჩვენი მზისას დაახლოებით 4,3-მილიონჯერ აღემატება; ამ ობიექტის მოვლენათა ჰორიზონტის დიამეტრი კი 25,4 მილიონი კილომეტრია. ამასთან, ეს სუპერმასიური შავი ხვრელი მტვრისა და გაზის ღრუბლით არის დაბურული — ეს კი მის შესწავლას გაცილებით რთულ პროცესად აქცევს… სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებდა იმასაც, რომ მისი ფოტოზე აღბეჭდვა დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული.

თუმცა, მიუხედავად ზემოთ აღნიშნული სირთულისა, ასტრონომებმა მაინც შეძლეს შესაბამისი გზების შემუშავება, რათა მიზნისთვის მიეღწიათ და მშვილდოსან A*-ს გამოსახულება მიეღოთ. კერძოდ, მეცნიერები შავი ხვრელის გარშემო მბრუნავ ვარსკვლავს, S2-ს, აკვირდებოდნენ. საბოლოოდ, შუქზე დაკვირვების შედეგად მიღებულ ფოტოზე წარმოდგენილია აკრეციული დისკო — გაზისა და მტვრის რგოლი. ეს უკანასკნელი შავი ხვრელის მორევში ჩაედინება და ამ დროს ექსტრემალური რადიაცია გამოიყოფა.

მშვილდოსანი A*-ს შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი, მაგრამ ირმის ნახტომის ცენტრალური შავი ხვრელის პირველმა გამოსახულებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი საიდუმლოებები ამოხსნას.

„მივინო“: „გვინდა, საერთაშორისო ბაზარს 8000-წლიანი მეღვინეობის ისტორია ყველაზე ინოვაციური შეფუთვებით გავაცნოთ“

აი, როგორ მუშაობს IT ხარისხის მართვის ინჟინერი