in

როგორ შეიქმნა „კოკა-კოლას“ ქართული ადაპტაცია, რომელმაც ზაგმაისტერის მოწონება დაიმსახურა

დიზაინის მსოფლიო ვარსკვლამა სტეფან ზაგმაისტერმა თენგიზ ბეგოიძის მიერ შექმნილი „კოკა-კოლას“ ბოთლის ქართული ადაპტაცია საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მინის ფორმის ქართული ჭურჭელი კოკა-კოლას ბოთლის კონცეპტია. ბრენდის ხელწერას მარტივად ამოიცნობთ სიტყვაში „კოკა“. ზაგმაისტერმა გამოქვეყნებულ ნამუშევართან ერთად საკუთარი მოსაზრებაც გააზიარა:

BOG
BOG

„ძვირფასო თენგიზ, როგორც წესი, კოკა-კოლის ადაპტაციები არ მომწონს ხოლმე და იმედი მაქვს, მისი ტიპოგრაფიკით სხვა ჭურჭელს აღარასოდეს ვიხილავ, თუმცა ვთვლი, რომ ამ ორი ფორმის საინტერესოდ შერწყმა შეძელით. ძალიან მომწონს“.

ნამუშევრის შესახებ თენგიზ ბეგოიძემ გვიამბო: „ჩანახატების კეთება ჩემთვის სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ხშირად ერთდროულად რამდენიმე პროექტში მიწევს ჩართვა, ამიტომ ეს მეთოდი ფიქრების ერთმანეთთან დაკავშირებაში მეხმარება.

„კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების!”
- არ მახსოვს რისთვის მქონდა ამოწერილი, მაგრამ სწორედ ეს ამონარიდი დამხვდა ცარიელ გვერდზე. აქედან დაიწყო „კოკას“’ ვიზუალიზაცია. შევეცადე პირადი დამოკიდებულება და ნახსენები სიტყვების აზრი ყველაზე გამარტივებული ფორმით გადმომეცა.

ყველასთვის ცნობილ ბრენდთან დოქის ინტეგრირება არ ყოფილა თავდაპირველი სურვილი, თუმცა ეფექტური ხერხი აღმოჩნდა კულტურების დაკავშირებაში. მადლობა გიორგი პატარკაცაშვილს წამოწყების იდეალურად შესრულებული მოდელირებისთვის“.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

AI ყელსაბამი ნამდვილი მეგობრის ფუნქციას ითავსებს

ციფრული მომსახურების განახლებული არხები და განსხვავებული სამომხმარებლო გამოცდილება ტერაბანკისგან