in

სტეფან ზაგმაისტერის TheBeautyProject და ქართველი ქოფირაითერის ფოტო დიზაინერის ინსტაგრამზე

ავსტრიელმა გრაფიკულმა დიზაინერმა, სტეფან ზაგმაისტერმა, საკუთარ ინსტაგრამზე, JWT Metro-ს ქოფირაითერის, ელენე შენგელიას გადაღებული ფოტო განათავსა. პროექტისთვის – The Beauty – დიზაინერი სთხოვდა ადამიანებს, რომ მისთვის გაეგზავნათ ფოტო, თავისივე აღწერით, რომელიც მათში ყველაზე ლამაზის ასოციაციას იწვევდა. პირობის ნაწილი ისიც იყო, რომ არ უნდა მიეწოდებინათ ბუნების, ცხოველებისა თუ ლამაზი ადამიანების სურათები.

BOG
BOG

 
ელენე შენგელია: „მე გავუგზავნე ფოტო, სადაც ელ გრეკოს წიგნთან ერთად, ჩანს ბებიაჩემის ხელი. ბავშვობისას, როცა ბებია მაცნობდა ცნობილ არტისტებს, ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა და ჩემთვის დღემდე სილამაზესთან ახლოსაა, არის ელ გრეკოს შემოქმედება. ზაგმაისტერი ვიზუალურ არტისტებში არის როკსტარი. მაგაზე ცნობილი დღეს არავინაა და შესაბამისად, მისი მხრიდან ნებისმიერი აღიარება, თუნდაც ინსტაგრამზე ფოტოს დადება, ძალიან მნიშვნლოვანი და გასახარია. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს ფოტოგრაფად არ მივიჩნევ და ჩემი საქმიანობა ქოფირაითინგს მოიცავს, ჩემთვის დიდი სტიმულია და მოტივაციას მაძლევს ასეთი სიახლეები“.
სტეფან ზაგმაისტერის ბოლო ინიციატივა – The Beauty Project – მიზნად ისახავს საერთაშორისო ხელოვანების გაერთიანებას სილამაზის აღსანიშნავ გლობალურ გამოფენაში.

ზაგმაისტერი გრაფიკული დიზაინერი, ტიპოგრაფი და დიზაინერული კომპანია Sagmeister & Walsh-ის დამფუძნებელია (2012 ნიუ-იორკი). მისი კლიენტები არიან: Rolling stones, HBO და Guggenheim-ის მუზეუმი. ზაგმაისტერი ცნობილია საკუთარი კომპანია AIGA-ს პოსტერებით, სადაც მან მოიხატა მთელი სხეული და შემდეგ ფოტო გადაიღო.

„300 არტისტიდან 18 შეგვარჩიეს“ – მუსია ქებურიას „ტუჩების კოლექცია“, გამოფენები საქართველოსა და ამერიკაში!

PixelArt-ის ციფრული რეკლამა, რომლის მართვა დამატებითი თანამშრომლის დაქირავების გარეშეა შესაძლებელი