
დაიწყე იუმორით
რა აქვთ ადამიანებს საერთო – მათ უყვართ, როცა სიცილის მიზეზი აქვთ. ამას კი, იწვევს სხვისი ნათქვამის საკუთარ თავსა და გამოცდილებასთან დაკავშირება. დაიწყე შენი გამოსვლა კარგი ხუმრობით და აგრძნობინე აუდიტორიას, რომ შენი მონოლოგის პროცესში, დამატებითი ინფორმაციის მიღების გარდა, ისინი კარგ დროს გაატარებენ. თუმცა, გახსოვდეს, რომ აუდიტორიაზეა დამოკიდებული, რა ტიპის ხუმრობას მიიღებს და გაიგებს სწორად. მაგალითად, შეგიძლია, პოლიტიკაზე გააკეთო აქცენტი. ეს ბოლო, რა თქმა უნდა, ხურობით. პოლიტიკას ნუ შეეხები.
იყავი ნამდვილი
ახალბედა საჯარო გამომსვლელები, როგორც წესი, უსმენენ ხოლმე პროფესონალებს და შესაძლოა, მათი გავლენის ქვეშაც აღმოჩნდენ. მაგალითად, რა ჯობს ტონი რობინსის მოსმენას და იმის წარმოდგენას, რომ მასავით ქარიზმატულად წარმოიდგინოთ ტრიბუნაზე თავი. თუმცა, გახსოვდეს, რომ მთავარი შენი პირადი შესაძლებლობებია. გულწრფელად გამოამჟღავნე საკუთარი თავი, რადგან უნიკალური ხარ და საშუალება მიეცი აუდიტორიას გისმინონ შენ და არა – ვიღაცის ანარეკლს.
ალბათ, გაგიგია გამოთქმა: იცნობდე შენს აუდიტორიას. როცა, მაგალითად, კონფერენცია ეხება გენდერულ პრობლემებს, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ოთახი მარკეტერებითა და მეწარმეებით არ იყოს ხომ სავსე? შენი გზავნილი აუდიტორიასთან, კომუნიკაციის ფორმა უნდა იყოს მორგებული იმ სეგმეტზე ვისთვისაც საუბრობ. თუ, რა თქმა უნდა, გინდა, რომ შთაბეჭდილება მოახდინო მათზე. შესაძლოა, კარგად ვერ მიხვდე, რა ტიპის ადამიანებთან გაქვს საქმე, სანამ, უშუალოდ, პროცესშ არ გექნება მათთან შეხება, თუმცა, ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად, შესაძლებელია მოიკვლიო ის ინფორმაცია, რაც აუდიტორიის მიზნებისა და სუსტი წერტილების შეფასებაში დაგეხმარება.
მოერგე მსმენელს
რას ვგულისხმობთ საჯარო გამოსვლის დასკვნით ნაწილში? იქნებ, გამოსვლა უნდა დაამთავრო სასარგებლო რჩევით, მოტივაციური გზავნილით? ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, არ გადაუხვიო მთავარ თემას და შენი აუდიტორიის მოლოდინებს. რაც უფრო კარგად იცნობ შენს მსმენელს, მით უფრო ორგანულად შეძლებ გამოსვლის დასრულებას.
ყველაზე კარგი კი, იცი, რისი შეგრძნებაა? – გამოცდილების. იმის, რომ შენ, შესაძლებლობა გამოიყენე მაქსიმალურად, თავი არ დაზოგე და მზად ხარ, საკუთარ თავზე მუშაობით, უფრო თავდაჯერებული წარსდგე აუდიტორიის წინაშე.
გელოდებით სცენაზე! რადგან ერთი სული გვაქვს, მოვისმინოთ შენი პირველი ხუმრობა!
წყარო: inc









