24
Jun
2019

Said The Whale-ის კლიპი ვინილის ფირფიტებით და სპეცეფექტების გარეშე

24 Jun 2019



ბენდის Said The Whale ვიდეორგოლი, რომელსაც ახლა ნახავთ, ვინილის 129 ფირფიტისგან არის შექმნილი. კლიპი არ მოიცავს რაიმენაირ ვიზუალურ ეფექტს ან ციფრულ ანიმაციას.

ვიდეოს იდეა პირველ ანიმაციურ მოწყობილობას Phenakistiscope ეფუძნება, რომელიც 1833 წელს შეიქმნა. მისი უფრო ცნობილი ანალოგია Zoetrope. მოწყობილობა მოიცავდა ნახატებიან დისკოს, რომლის ბრუნვის შედეგადაც მიიღებოდა მოძრავი კადრი.
მთავარი იდეა იყო, ეს ეფექტი ისეთი მუსიკალური ვიდეორგოლის შესაქმნელად გამოეყენებინათ, რომლის დაკვრაც 45-ბრუნვის მქონე ძველ მოწყობილობებზე იქნებოდა შესაძლებელი. უამრავი ცდისა და ექსპერიმენტზე დახარჯული საათების შედეგად, შეიქმნა სისტემა, რომლითაც ანიმირებული ჩანაწერების შექმნაა შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში, შეიქმნა 129 ცალი 12-დუიმიანი სტიკერები, რომლებიც ფირსაკრავის დატრიალებისას იმოძრავებდნენ. თითოეული ჩანაწერი რამდენიმე სხვადასხვა კუთხიდან გადაიღეს 1.3 წამის განმავლობაში. შემდეგ კი, ის ვიდეო შექმნეს, რომელსაც ახლა ხედავთ.

განხილვა