ზოგიერთ ქვეყანაში ზღვის პროდუქტების შეგროვება ნამდვილი პროფესიაა, თანაც საკმაოდ სახიფათო. დიახ, მართალია, რესტორნებში მორთმეული ეს კერძები მარტივი და გემრიელი მისართმევია, თუმცა მათი მოპოვება საკმაოდ რთული და ხშირად, სიცოცხლისთვის სახიფათოც კია. ესპანეთში ყველაზე გემრიელი და ძვირადღირებული ასეთი პროდუქტი განსაკუთრებით მიუდგომელ ადგილებში მოიპოვება, ისეთ კლდეებზე, რომლებსაც საოცარი სიმძლავრის ტალღები რეგულარულად ეხეთქებიან. სწორედ ასეთ ადგილებში დადიან ადამიანები მათ შესაგროვებლად და ხშირად ისეთ ტალღებთან უწევთ გამკლავება, სახლში მშვიდობით დაბრუნების იმედსაც კი რომ უკლავთ. Nissan-მა ამ ადამიანების დახმარება გადაწყვიტა და მათთვის ისეთი სპეციალური კოსტიუმი შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებით, თავად საზღვრავს სახიფათო ტალღების მოახლოებას და აუდიო სიგნალის საშუალებით, წინასწარ ატყობინებს პატრონს. გარდა ამისა, ფორმას კიდევ ბევრი სასარგებლო ფუნქცია აქვს, მაგალითად, განათება, ტემპერატურის შენარჩუნება და რაც მთავარია, გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს, მაშინვე გადასცემს სიგნალს დახმარების შესახებ და ადგილდებარეობასაც აფიქსირებს. ნამდვილად არაჩვეულებრივი გამოგონებაა, ასე ზღვის პროდუქტების მომპოვებლები და მათი ოჯახებიც მშვიდად იქნებიან, ხოლო რესტორნის მომხმარებლები კვლავ ტკბილად გააგრძელებენ საყვარელი კერძების დაგემოვნებას.