in

არქეოლოგებმა გიზის დიდ პირამიდაში საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს

ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროს თანახმად, მეცნიერებმა გიზის დიდ პირამიდაში საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს, რასაც 7-წლიანი საერთაშორისო კვლევითი პროექტი უძღოდა წინ. დერეფნის სიგრძე 9 მეტრია, ხოლო მისი სიგანე 2 მეტრს აღწევს.

M2
M2

მინისტრ აჰმედ ისას განცხადების მიხედვით, გიზის, იგივე ხეოფსის პირამიდაში მიგნებულ გასასვლელს სამკუთხა ჭერი აქვს და ის ამ უზარმაზარი ნაგებობის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. 2015 წელს დაწყებული პროექტის ფარგლებში, არქეოლოგები თანამედროვე ტექნოლოგიას იყენებდნენ, რომლის მეშვეობითაც ფარული ღრუ ადგილების გამოვლენაა შესაძლებელი. აღნიშნული ტექნოლოგია ინფრაწითელი ტომოგრაფიის, მიონური ტომოგრაფიისა და სამგანზომილებიანი რეკონსტრუქციის ნაზავს წარმოადგენს — მისი გამოყენება სრულიად უსაფრთხოა ნებისმიერი ტიპის შენობისთვის.

 

Space International-ის DevOps მიმართულებას ჯაბა მაჭარაშვილი უხელმძღვანელებს!

TNET-ის ეჯაილ ტრანსფორმაციას გიორგი მიქაცაძე გაუძღვება