in

ასტრონომებმა საიდუმლო რგოლის მქონე გალაქტიკა აღმოაჩინეს!

ის, რაზეც მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ჩვეულებრივი სპირალური გალაქტიკა იყო, აღმოჩნდა, რომ რაღაც საიდუმლოს მალავს. როგორც ირკვევა, NGC 4632, რომელიც ჩვენგან 56 მილიონი სინათლის წლით შორსაა, აირის დიდი რგოლითაა გარშემორტყმული. თუმცა იმას, რაც ახლა თვალით ძალიან კარგად ჩანს და არც ისეთი პატარაა, რომ ვინმეს არ შეემჩნია, აქამდე რატომ ვერ მიაგნეს?! საქმე იმაშია, რომ ელექტრომაგნიტური სპექტრის უმეტესობაში ეს რგოლი უხილავია და მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა ცას რადიოტელესკოპებით ვაკვირდებით… 

M2
M2

კონკრეტული აღმოჩენა განსაკუთრებულად იშვიათი გალაქტიკების გუნდში შეიძლებოდა მოქცეულიყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც ისეთი იშვიათია, როგორზეც მეცნიერები ფიქრობდნენ… 

ეს აღმოჩენა მიგვითითებს იმაზე, რომ ახლომდებარე გალაქტიკების 1-3%-ს, შესაძლოა, აირის პოლარული რგოლები ჰქონდეს, რაც ბევრად მაღალია იმაზე, რასაც ოპტიკური ტელესკოპები გვთავაზობდნენ. ეს იმაზე მეტად გავრცელებული შეიძლება იყოს, ვიდრე მანამდე მიაჩნდათ. მართალია, ამგვარი გალაქტიკის შესწავლის პირველი მცდელობა ეს არ არის, მაგრამ NGC 4632 არის პირველი ASKAP-ით და ასეთი კიდევ უფრო მეტიც შეიძლება იყოს, — აცხადებს ნათან დეგი, ასტროფიზიკოსი. 

როგორც გითხარით, კონკრეტული ფაქტი სიურპრიზი აღმოჩნდა დეგისა და ასტრონომთა საერთაშორისო გუნდისთვის, რომ სპირალურ გალაქტიკას შეიძლებოდა ფარული პოლარული რგოლი ჰქონოდა ირგვლივ… ეს კი WALLABY-ის მიერ შეგროვებულ მონაცემებში გამოჩნდა, რომლის მიზანია, ცის სამხრეთ ნაწილში ასობით გალაქტიკა გამოიკვლიოს, რათა შემდგომში აირის განაწილების რუკა შეადგინოს. 

NGC 4632 ერთ-ერთია იმ ორი პოლარული რგოლის მქონე გალაქტიკიდან, რომელიც 600 გალაქტიკას შორის აღმოვაჩინეთ, მომდევნო წლებში ASKAP-ის გამოყენებით კი ველით, რომ კიდევ 200 000-ზე მეტ წყალბადით მდიდარ გალაქტიკას აღმოვაჩენთ, მათ შორის ისეთ უჩვეულო გალაქტიკებსაც, როგორებიც პოლარული რგოლების მქონეა, — ამბობს ბარბელ კორიბალსკი, ასტრონომი.

მართალია, ახლად აღმოჩენილი, სიურპრიზების მოყვარული გალაქტიკა ჯერ არ გვეუბნება, თუ როგორ მოეხვია თავს პოლარული რგოლები, მაგრამ იმ მეორე გალაქტიკასთან ერთად, რომელიც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, NGC 4632 და NGC 6156 მიგვითითებს იმაზე, რომ ასეთი გალაქტიკები სამყაროში მრავლად შეიძლება იყოს. ამასთან, ფიქრობენ, რომ პოლარული რგოლის ჩამოყალიბების მექანიზმი, ბევრად განსხვავდება მანამდე აღმოჩენილი რგოლებისგან…

როცა ორივე გალაქტიკას უკეთ შევისწავლით და უკეთეს მოდელებსაც მივიღებთ, ამ რგოლის წინაპრის პარამეტრების აგებაც შესაძლებელი იქნება. იმის გაგება, ეს ინტერაქციების შედეგია თუ აირების აკრეციის, გალაქტიკების ფორმირებასა თუ მათ ევოლუციაზე მოგვაწვდის ინფორმაციას, — აცხადებენ მკვლევრები.

როგორი გემო ექნება სამყაროს 3000 წელს? — Coca-Cola-ს ახალი არომატი

Spotify-ს ახალი ფუნქცია Daylist ემატება — „სიმღერები მთელი დღისთვის“