პიარის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია კომპანიის/პროდუქტის იმიჯზე ზრუნვა, შემდეგ კი მისი საზოგადოებისთვის გაცნობაა . საკუთარი თავის წარსადგენად მნიშვნელოვანი ელემენტია საიმიჯო ფოტო. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამით, ფაქტობრივად, ძირითადი სათქმელი მიგაქვს მომხმარებლამდე.
თეორიულად , არსებობს მახასიათებლები , რაც რეკომენდირებულია კარგი საიმიჯო ფოტოს გადასაღებად. თუმცა, პრაქტიკოსებს საკუთარი ხედვა აქვთ და მზა რეცეპტებს ხანდახან არც იყენებენ.
მთავარი, რასაც სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებელია, ფოტო იყოს “სთორი თელერი”, ანუ ყვებოდეს რაიმე ისტორიას, მასზე ხდებოდეს მოქმედება. ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოს წინა პლანია. სწორეს ის უნდა იძლეოდეს კადრის მთავარ ინფორმაციას. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ თუ ეს ინფორმაცია არ არის, წინა პლანი საერთოდ ამოვიღოთ და სათქმელი შეგვიძლია ფოტოს დანარჩენი ორი , შუა და უკანა პლანით გადმოვცეთ. ასევე, მნიშვნელოვანია უკანა პლანზე ხდებოდეს გარკვეული მოქმედება. აუცილებელია, სიტუაცია ასახავდეს სათაურს. ხშირად საიმიჯო ფოტოსთვის კომპანიის მუშაობის ამსახველ კადრებს იყენებენ, ან პროდუქტს წარმოაჩენენ.
თუმცა, ზოგი ხელმძრვანელის ან კომპანიასთან/პროდუქტთან დაკავშირებულ სხვა პირის პორტრეტს ამჯობინებს. თუ საიმიჯო ფოტოზე კონკრეტული პიროვნებაა, სპეციალისტების რჩევით, უმჯობესია ობიექტს ხელები გახსნილი ჰქონდეს, ან თუნდაც რაიმე ეჭიროს. ეს მის ღიაობაზე მიუთებს. რადგან , გადაჯვარედინებული ხელები “ჩაკეტილობას” ნიშნავს . მათივე თქმით, კარგად “მუშაობს” როცა ობიექტი ფეხზე დგას. რაც შეეხება გარეგონაბს. პიროვნების ჩაცმულობის მიხედვით, უნდა ჩანდეს მისი საქმიანობა. მაგალითად, რომელიმე კომპანიის ხელმძღვანელი სოლიდურად უნდა იყოს ჩაცმული, თუ საიმიჯო ფოტოს ობიექტი სპორტსმენია, შესაბამისი უნდა იყოს მისი სამოსიც. ასევე მნიშვნელოვანია ფოტოს გადასაღებად შერჩეული გარემო. ყველაზე ხშირად, სამუშაო კაბინეტში არჩევენ ფოტოების გადაღებას. რაც , როგორც სპეცალისტები ამბობენ, ხაზს უსვამს ობიექტის საქმიაონობას და მომხარებელს უამბობს პროდუქტსა თუ კომპანიაზე. სასურველია, თუ პიროვნებას არ ეკეთება ბევრი აქსესუარი, ფოტოში უკანა პლანზე არ იქნება შუშა ან სარკე , რადგან ანარეკლთან ერთად გამოჩნდება ყველანაირი დეფექტი, თითის ანაბეჭდები შუშაზე და ა. შ. საჭიროა აქცენტი ფერით, სივრცითა და სინათლით გაკეთდეს.
თუმცა, ხშირად თეორიული ნაწილი პრაქტიკაში სახეს იცვლის, ფოტორეპორტიორები და ფოტოხელოვანები ცდილობენ საკუთარი შეხედულებითა და გამოცდილებით გადაიღონ სასურველი კადრი.
ირაკლი გედენიძე. (ფოტორეპორტიორი) :
“საიმიჯო ფოტოს წარმატებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თემატურად ისე უნდა იყოს გადაღებული, რომ პროდუქტის შეძენა, შეხება თუ გასინჯვა მოგანდომოს . რაც შეეხება ობიექტის გამოჩენას. ეს უკვე ფოტოგრაფისა და დიზაინერის ტანდემის გადასაწყვეტია. ზოგადად, ფოტო უარყოფით გრძნობებს არ უნდა იწვევდეს, თორემ სტანდარტები და ჩარჩოები სარეკლამო ფოტოგრაფიაში არ არსებობს”
ალეკო შარვაძე (ფოტოხელოვანი) :
საერთოდ, საიმიჯო ფოტოების გადაღება სამუშაო გარემოში ხდება. შესაძლოა, კადრში ჩანდეს პროდუქცია. თუმცა, ამას ბევრი მუშაობა სჭირდება. ვფიქრობ, სტუდიაში გადაღებული საიმიჯო ფოტო უკეთესია. შეგიძლია დავუშვათ, კაბინეტში გადაიღო, სამუშაო გარემო ასახო, მაგრამ სხვა ფაქტორებიცაა, სპეციალური განათება გჭირდება . არის კიდევ ბერვი დეტალი. თვითონ გადაღებისას მოდის იდეები. მთავარია, იცოდე მიმართულება, საქმიანობიდან ან პროდუქტიდან გამომდიანრე სხვადასხვაგვარად შეიძლება წარმართო სამუშაო. დავუშვათ , თუ სიმინდის გადამამუშავებელი ქარხნის საქმიანობაზე იღებ ფოტოებს, არ არის აუციელებელი დირექტორი გადაიღო, ან ის ხალხი, ვინც ამ ქარხანაში მუშაობს. შესაძლოა, სულ არ გამოიწვიოს ამან პროდუქტისა და იდეის ასოციაცია და სხვა რამის მოფიქრება გახდეს საჭირო. ვფიქრობ , შესაბამისობაში უნდა იყოს რეკლამა და პროდუქტი ერთმანეთთან. მაგალითად, ლუდის რეკლამაში არ გადავიღებ პატარა ბავშვ სლუდის კათხით ხელში.